Logo

საზოგადოება

"მონაზვნად 22 წლის ასაკში აღიკვეცა. ერში რომ ყოფილიყო, ჩემნაირი იქნებოდა" - რას გვიყვება ეკა ბესელია უახლოეს მეგობარზე

"მონაზვნად 22 წლის ასაკში აღიკვეცა. ერში რომ ყოფილიყო, ჩემნაირი იქნებოდა" - რას გვიყვება ეკა ბესელია უახლოეს მეგობარზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეკა ბესელიამ "ზმნასთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, მის ახლო მეგობარზე, სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონზე - დედა ნატალიაზე ისაუბრა. მცხეთის სახლი, სადაც იურისტი ახლა ცხოვრობს, დედა ნატალიას რჩევით იყიდა.

ეკა ბესელია: ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, მონაზონია, დედა ნატალია. 22 წლის ასაკში აღიკვეცა მონაზვნად. ჩვენ მოგვიანებით დავმეგობრდით. ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია... სულ უნდოდა, რომ ახლოს ვყოლოდი. ეს სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, მან მოძებნა და ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა, რაღაც უნდა გაჩვენოო. ღამით წამიყვანა და მაჩვენა სახლი. გარშემო ჯერ არ გაიხედოო, მითხრა; მაინც არ ჩანდა, ბნელოდა. ამიყვანა ზევით, ვერანდაზე და აბა, გაიხედეო, რომ მითხრა - დავინახე ჯვრის მონასტერი! პირდაპირ ამ სახლის ვერანდიდან ჩანს ჯვრის მონატერი, სადაც მე 24 წლის ასაკიდან დავდივარ ყოველ კვირას.

ხშირად მივდივარ ჩემს დედა ნატალიასთან, სახლში მისვლამზე, შეიძლება მასთან გავიარო. ახსნა რომ არ სჭირდება, ისე გვესმის ერთმანეთის. ხასიათით მგავს. ერში რომ ყოფილიყო, ჩემნაირი იქნებოდა. მონაზონია და ყველაფერს სხვა სიმშვიდით უყურებს.

განაგრძეთ ინტერვიუს კითხვა

ავტორი: ზმნა

02/23/2026