Logo

მონიკა ბელუჩი 62 წლის გახდა

მონიკა ბელუჩი 62 წლის გახდა

09/30/2026

ტექსტის ზომა

უმშენიერესი მონიკა ბელუჩი 30 სექტემბერს 62 წლის გახდა.

მსახიობი იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში დაიბადა. მამამისი ლუიჯი ბელუჩი სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი იყო, ხოლო დედა მარია გუსტინელი — პროფესიით მხატვარია.

13 წლიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლიდან „Liceo Classico“-სთან მოდელად მუშაობდა.

სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. 1988 წელს საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა „Elite Model Management“-თან. 1989 წელს, როგორც მოდელი, ცნობილი იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. იმ დროისათვის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან, როგორიცაა „Dolce & Gabbana“ და ჟურნალთან „ELLE“.

2000 წლიდან ბელუჩის ფოტოსურათები იბეჭდებოდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალში. 2003 წელს ბელუჩი გახდა პოპულარული ჟურნალის „Maxim“-ის სახე. იმ პერიოდში წარმატებებს მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო როგორც იტალიის სექს-სიმბოლო. სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების შემდეგ კი, ბელუჩიმ კინემატოგრაფში დაიწყო მოღვაწეობა. სწორედ მოდელის კარიერამ მიიყვანა ბელუჩი კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება.

მონიკა

მალე კი ულამაზესი მონიკა კინოვარსკვლავად ამოკაშკაშდა.

ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში 1990-იან წლებში შედგა. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა.

მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი ვენსან კასელი იყო. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო სეზარის პრემიაზე ნომინაციაში "იმედების მომცემი მსახიობი."

მონიკა

კასელი მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1997 წელს გამოდის ცნობილი ფრანგული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი „დობერმანი“. 1997 წლისათვის ბელუჩიმ ერთბაშად სამ ფილმში მოასწრო თამაში. 1990-იანი წლებში იგი მეტად პოპულარული და მომთხოვნი მსახიობი ხდება. 2000 წელს გამოდის გახმაურებული კინოფილმი „მალენა“. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავისი ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიანი მისტიკური ფილმი „მგლის საძმო“. ერთ წელიწადში ბელუჩიმ მიიღო როლი ცნობილ ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა“, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდშემოსავლიან ფილმად იქცა. ამავე წელს გამოდის ფილმი „გარდაუვალობა“, სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში.

მონიკა ბელუჩი

მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი „მზის ცრემლები“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა: „ქრისტეს ვნებანი“, „შაითანი“, „დახვრიტე ისინი“, „უკან არ მოიხედო“ და ა.შ. მონიკა ბელუჩი ქორწინებაში იმყოფებოდა კლაუდიო კარლოს ბასოსთან, თუმცა წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1999-2013 წლებში იყო ფრანგი კინომსახიობის ვენსან კასელის მეუღლე, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026