Logo

საზოგადოება

"მოვიგე" - თამუნა მუსერიძე, პირველი ქართველი, რომელსაც იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო გადაეცა

"მოვიგე" - თამუნა მუსერიძე, პირველი ქართველი, რომელსაც იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო გადაეცა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამუნა მუსერიძეს, 21 მაისს, ვარშავაში იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო გადაეცა. მოგეხსენებათ ჟურნალისტის საგამოძიებო საქმიანობა, რომ ის სამშობიაროდან მოპარულ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ეძებენ, თავისი ორგანიზაცით, ახვედრებს ოჯახს. ამაზე "ვორნერ ბრაზერსმა" დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერა გასული წლის 5 დეკემბერს, სწორედ ვარშავაში შედგა და დიდი რეზონანსი ჰპოვა. ფილმს პოლონელი რეჟისორები ჰყავს - Martyna Wojciechowska და Jowita Baraniechk-ი. სურათის მსოფლიო პრემიერა 12 დეკემბერს - ამერიკულ საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელზე - HBO Max-ზე შედგა.

დოკუმენტური ფილმი "მოპარული ბავშვები" გამომძიებელი ჟურნალისტის (არასამთავრობო ორგანიზაცია - "ვეძებ") მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მის მიერ ნაპოვნ რეალურ გმირებს ეფუძნება.

ვარაუდობენ, რომ ამ გზით 100 ათასი ბავშვი იქნა მოპარული და გასხვისებული. როგორც Warner Brothers-ი წერს, ამ ისტორიამ ევროპა შოკში ჩააგდო.

თამუნა მუსერიძეთამუნა მუსერიძე

სწორედ ამ ფილმის გამო, თამუნა მუსერიძე ცნობილ დაჯილდოების ცერემონიალზე აღმოჩნდა.

თამუნა მუსერიძე: ვინც არ იცით, იანუშ კორჩაკი იყო ექიმი, პედიატრი და საბავშვო მწერალი.

1942 წელს, როდესაც ფაშისტებმა 200 ებრაელი ბავშვი გაზის კამერაში შეუშვეს, კორჩაკმა ბავშვები იქ არ დატოვა. მათთან ერთად შევიდა; მათ უთხრა, რომ ეს იყო კარნავალი, საკარნავალო კოსტიუმებით გაუძღვა ბავშვებს და მათთან ერთად გარდაიცვალა გაზის კამერაში.

კორჩაკიიანუშ კორჩაკი

სწორედ მისი სახელობის დაჯილდოებაზე ვარ. გახლავართ პირველი ქართველი, ვინც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი.

გამარჯვებაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ვარ წარდგენილი.

ჟურნალისტმა პრიზი აიღო... მას საქართველოდან უამრავი მილოცვა და მხარდაჭერა აქვს.

თამუნა მუსერიძე

თამუნამ დაჯილდოების ცერემონიალზე, სამადლობელი სიტყვა დაასრულა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების პრობლემაზე საუბრით.

ვიდეო

"ერთადერთი, რაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ მეტ ადამიანს გავაგებინო, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ" - წერს ჟურნალისტი.

ავტორი: ზმნა

05/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024