Logo

ასტროლოგია

მოვლენა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდება - 31 მაისს ცაზე „ლურჯი მთვარე“ ამოვა

მოვლენა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდება - 31 მაისს ცაზე „ლურჯი მთვარე“ ამოვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

31 მაისს, საქართველოს დროით 12:45 საათზე, ცაზე იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, "ლურჯი მთვარე" გამოჩნდება.
მიუხედავად სახელისა, მთვარე სინამდვილეში ლურჯი ფერის არ გახდება, თუმცა ამ მოვლენას საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და სწორედ ამიტომ დღემდე უამრავ მითსა და საინტერესო ისტორიას უკავშირდება.

სხვათა შორის, ინგლისური გამოთქმა “Once in a blue moon” („ერთხელ ლურჯ მთვარეში“), რაც ნიშნავს რაღაცას, რაც ძალიან იშვიათად ხდება, სწორედ ამ იშვიათ მოვლენას უკავშირდება.

ლურჯი მთვარე

„ლურჯი მთვარე“ მხოლოდ სახელწოდებაა. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად დიდი ვულკანური ამოფრქვევების ან მასშტაბური ხანძრების შემდეგ, ატმოსფეროში არსებული ნაწილაკების გამო მთვარე მართლაც შეიძლება მოლურჯო ელფერით გამოჩნდეს. ეს კი ძალიან იშვიათი მოვლენაა.

2026 წლის 31 მაისის ლურჯი მთვარე, კიდევ ერთი მიზეზით არის საინტერესო. ის ე.წ. „მიკრომთვარეც“ იქნება. ამ დროს მთვარე დედამიწიდან ორბიტის ყველაზე შორეულ წერტილთან ახლოს იმყოფება და ჩვეულებრივ სავსე მთვარეზე ოდნავ პატარა ჩანს.

ლურჯი მთვარე

თუ ასტრონომიას ვეყრდნობით, ეს უბრალოდ ლამაზი და იშვიათი ციური მოვლენაა, რომლის სანახავად სპეციალური მოწყობილობაც კი არ არის საჭირო, საკმარისია ღია ცა და რამდენიმე წუთი მის დასათვალიერებლად.

ხოლო ეზოთერიკასა და ასტროლოგიაში ლურჯ მთვარეს ხშირად დასრულებას, ძველი ეტაპების დახურვას და ახალი მიზნების ჩამოყალიბებას უკავშირებენ. ამიტომ ბევრი ადამიანი ამ ღამეს სურვილების ჩამოწერას, წლის მიზნების გადახედვას ან სიმბოლურ „ახალი ფურცლის გადაშლას“ ცდილობს.

ლურჯი მთვარე

ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ მოვლენის გავლენით, ადამიანების განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. გაძლიერდება სურვილი, გათავისუფლდეთ იმ სიტუაციებისგან, რომელსაც ძალიან დიდხანს ითმენდით, ჩუმად იყავით ან საკუთარ საჭიროებებს თრგუნავდით.

ეს სავსემთვარეობა, შინაგანი გარდატეხის განცდას გამოიწვევს და ბევრი ადამიანი იგრძნობს, რომ ძველი შეხედულებების, ურთიერთობების ან ცხოვრების გზის ძველი ფორმით შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.

ავტორი: ზმნა

05/29/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024