Logo

"მრცხვენია ყველას მაგივრად ვინც დუმს" - ლანჩხუთის გუნდის კაპიტანი

"მრცხვენია ყველას მაგივრად ვინც დუმს" - ლანჩხუთის გუნდის კაპიტანი

09/30/2026

ტექსტის ზომა

რამდენიმე დღის წინ, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთსა“ და თბილისის „ნიკე ლუსოს“ შორის ჩაშლილი მატჩი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.


მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ლანჩხუთელები გოგონების კაპიტანი ნინი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სპორტული საზოგადოებისაგან სოლიდარობა და მხარდაჭერა მოითხოვა.
როგორც ფეხბურთელი ქალი ამბობს, სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ხალხის მხარდაჭერითაა შესაძლებელი და ყველა, ვინც დღეს ამ თემაზე დუმს, დამნაშავეა.

ნინი ჩხარტიშვილი

"15 წელია ფეხბურთში ვარ, საზღვარგარეთაც მითამაშია, ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა კლუბიდან , როგორც ქართველი ასევე უცხოელი, მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია... რაც დღეს ხდება ეს არის სრული მარაზმი! როგორ შეიძლება ყველაფერი და ყველა ფულით იყიდო?!

მოგმართავთ ყველა იმ ადამიანებს ვინც ამ ფაქტზე დუმს და უფრო მეტიც ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ (ისეთ ადამიანს ვისაც მის ქვეყანაში პატივს არ სცემენ ) ადამიანები არ ხართ? არ გეშინიათ არაფრის? არ გეშინიათ უფლის? არ გეშინიათ რომ ხვალ თქვენ ამ თქვენი მეგობარი მსგავს სიტუაცია აღმოჩნდეთ? როგორ შეგიძლიათ უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ? მართლა ფული ხომ არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში?
მრცხვენია ყველას მაგივრად ვინც დუმს... მეცოდებით გულწრფელად. ღმერთმა ყველას აპატიოს ... სიტყვები არ მაქვს და ვერ ვფიქრობ, ამ თემაზე საერთოდ რატომ უნდა მიწევდეს ხმის ამოღება... სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართალს თორემ დღეს ფულს ვერ აჯობებ...

ლანჩხუთელები


ერთი ყველასთვის - ყველა ერთისთვის! არა ძალადობას ! ამაყი ვარ რომ ისეთი გუნდის წევრი და კაპიტანი ვარ სადაც 3 ქულაზე და ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანი ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომაა," - წერს კაპიტანი.

შეგახსენებთ "ლანჩხუთსა" "ნიკე ლუსოს" მატჩი პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად ჩაიშალა.

შეხვედრის დაწყებისთანავე ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა ბურთი მოედნის გარეთ გადააგდეს და საპროტესტო ბანერი გამოფინეს წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

ქალთა ფეხბურთი

მოგვიანებით კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ის მიზეზები განმარტა, რომელთა გამოც კლუბს თამაშზე უარის თქმა მოუწია.

ერთ-ერთ მთავარი მიზეზი კი "ნიკე-ლუსოს" იმ ფეხბურთელი გოგონასთვის სოლიდარობა იყო, რომელიც კლუბის პრეზიდენტს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.


გაუპატიურებაში ბრალდებული კლუბ "ნიკე ლუსოს" ყოფილი მფლობელი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ, უდანაშაულოდ ცნო და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.


"ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!" - ნათქვამია კლუბი "ლანჩხუთელების" განცხადებაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ლანჩხუთინინი ჩხარტიშვილიპროტესტიქალთა ფეხბურთი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026