Logo

საზოგადოება

"მსახიობობა ჩემთვის არ არის, მე მირჩევნია კარი გამოვიკეტო და ვხატო"- მაკა ჩიჩუა

"მსახიობობა ჩემთვის არ არის, მე მირჩევნია კარი გამოვიკეტო და ვხატო"- მაკა ჩიჩუა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლელი ბლაგონრავოვას პოდკასტი გაუკეთებია. ლელი ფოტოგრაფია, 20 წლიანი გამოცდილებით. მისი 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების ამსახველი ფოტოები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღიარეს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოსერიებით კი, მსოფლიო გამოხმაურება მიიღო და დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ლელი მუშაობდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, პირად ფოტოგრაფად.

მაკა ჩიჩუა

ასევე თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა UNICEF, UNDP და UN Women.

"ადამიანები ლელის ფოკუსში" - ასე ჰქვია მის პოდკასტს, რომლის სტუმარი მაკა ჩიჩუა საუბრობდა ფოტოგრაფიაზე მის, როგორც მხატვრის ცხოვრებაში

მაკა ჩიჩუა: ვერასოდეს ვერ გავხდებოდი პროფესიონალი მსახიობი. მძიმე ამბავია. ფილმში მიღებდნენ და ერთი და იგივე სცენა ბევრჯერ გავაკეთე. მერე ძილის წინ ვფიქრობდი, რა გავაკეთე არასწორად, ის არ უნდა ყოფილიყო. ის ვერ მივიღე ზუსტად, ემოცია ვერ დავსვი... ამაში შედიხარ და ითრგუნები. ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს.

მსახიობობა ჩემთვის არ არის, მე მირჩევნია გამოვიკეტო კარი და ვხატო.

ყველა ისეთ გარემოში ცხოვრობს, რა ტიპიც არის. შენთვის ის გარემო კომფორტული უნდა იყოს. ტანსაცმელიც ისეთი გაცვია, რაც შენი ესთეტიკაა, გემოვნებაში ან გამოხატვაში გეხმარება.

სახლში ყველაფერს თვითონ ვაწყობ. სახლი ისეთი უნდა იყოს, რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. კომფორტი იმაში გამოიხატება, რომ რაღაც არ მეზედმეტებოდეს, ხელს არ მიშლიდეს, გაუცხოება არ მქონდეს. უნდა იყოს ორგანული და ბოლომდე მისაღები. სახლის სივრცე უნდა მოირგო.

აბაზანაში მაქვს ბეტონის კედლები. ბეტონის კედლები სტუდიურ საშუალებას იძლევა. სარკის გრძივი განათებაც ჯადოსნურ სამყაროს ქმნის. ამიტომ ყოველ ჯერზე, შხაპიდან რომ გამოვდივარ, ხალათით, სანამ ვშრები, ამ ჯადოსნურ სამყაროში ვეხვევი და არ შემიძლია, რომ ტელეფონი არ ავიღო და არ გადავიღო. თან თითქოს ჩემ თავს კი არ ვიღებ, "რაღაცას" ვიღებ.

მაკა ჩიჩუა

ავტორი: ზმნა

04/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024