Logo

კულტურა

მსოფლიო დონის ქართველი ბალერინას ტრიუმფალური ცხოვრება, რომელიც სევდიანი მარტოობით დასრულდა

მსოფლიო დონის ქართველი ბალერინას ტრიუმფალური ცხოვრება, რომელიც სევდიანი მარტოობით დასრულდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამარ თუმანიშვილი - ქალი, რომელსაც ჯორჯ ბალანჩინი თავის მუზას უწოდებდა. ამერიკაში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ბალერინამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ბალეტის, ასევე ჰოლივუდის ისტორიაში.

მას "ბა­ლე­ტის შავ მარ­გა­ლიტს“ უწო­დებ­დნენ. ეს მეტ­სა­ხე­ლი არა მხო­ლოდ მის ეგ­ზო­ტი­კურ გა­რეგ­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, არა­მედ დრა­მა­ტუ­ლი რო­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი ოს­ტა­ტო­ბით შეს­რუ­ლე­ბის უნარ­საც.

თამარა ევგენია თუმანიშვილისა და რუსი სამხედროს, კონსტანტინე ზახაროვის ერთადერთი შვილი იყო. მისი მშობლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 18 წლის ევგენია ცოლად გაჰყვა კონსტანტინეს და წყვილი მენშევიკური მთავრობისგან თავის დაღწევის მიზნით საქართველოდან ჩინეთში გაემგზავრა. გზაში კონსტანტინე გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა - ამის ფონზე ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და თამარი მატარებელში დაიბადა. გაურკვეველი მიზეზის გამო დედამ შვილს თავისი გვარი მისცა.

ევგენიას მშობიარობაში ექიმი ვლადიმერ ბორეცკი-ხაზიდოვი დაეხმარა - ამის შემდეგ სწორედ მასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება და ოჯახი ჯერ ჩინეთში, შემდეგ ეგვიპტეში, ბოლოს კი პარიზში დასახლდა. სადაც ვლადიმერი ტაქსისტად, ევგენია კი მრეცხავად მუშაობდა.

თამარს ცეკვისადმი ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როცა 9 წლის ასაკში დიდ სცენაზე ანა პავლოვა ნახა. მალე კი  ოლგა პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში მოხვდა. „არასოდეს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე პატარა, გამხდარმა გოგონამ მოახდინა. ის ფეხისმოუცვლელად, ერთდროულად აკეთებდა ფეხის წვერებზე 64 ფუეტეს. ეს იყო თამარა თუმანოვა, მომავალში ცნობილი ბალერინა“ – იხსენებდა მსახიობი და მოცეკვავე ვიქტორია ტომინა. 

თამარ თუმანოვა

მოგვიანებით ანა პავლოვამ სტუდია მოინახულა და თავისი წარმოდგენისთვის რამდენიმე გამორჩეული მოცეკვავე აარჩია - ასე მოხვდა 11 წლის თამარა პარიზის დიდ სცენაზე. 1 წლის შემდეგ კი ჯორჯ ბალანჩინმა შეამჩნია და ამერიკაში მიიწვია. აქ თამარამ სიმღერის ნიჭიც გამოავლინა და ბროდვეის მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა. 

იმასაც ამბობენ, რომ ბალანჩინმა მას ცოლობა სთხოვა, თუმცა თამარას სულ სხვა ადამიანი უყვარდა. 

თამარა თუმანოვას მეუღლე ამერიკელი დრამატურგი ქეი რობინსონი იყო. წყვილმა ერთმანეთი "დიდების დღეების" გადაღებაზე გაიცნო, რომელშიც თამარას პარტნიორობას გრეგორი პეკი უწევდა.

"ეს მშვენიერი, არაჩვეულებრივი ქორწინებაა... ყველაფერი მაქვს, რაც მინდა" - იხსენებდა თუმანოვა მოგვიანებით. ამის მიუხედავად, წყვილი ერთმანეთს 10-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.

თამარ თუმანოვა

1956 წელს რეჟისორმა ჯინ კელიმ თამარა თავის ფილმში  "მიპატიჟება საცეკვაოდ" მიიწვია. ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს დათვის“ პრიზიორი გახდა. 1966 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა თუმანოვა ფილმში „Torn Curtain“ - "დახეული ფარდები".

თამარ თუმანოვა

პოლ ნიუმენთან და ჯული ენდრიუსთან ერთად გადაიღო. 1970 წელს მონაწილეობა მიიღო ბილი უაილდერის ფილმში „The Private Life of Sherlock Holmes“.

თამარა თუმანოვა 1996 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს დედის გვერდით. ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა.

ავტორი: ზმნა

01/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024