Logo

სპორტი

მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველი ტურის გამორჩეული ფაქტები

მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველი ტურის გამორჩეული ფაქტები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა და მეორე ტური დაიწყო. აქ საინტერესო ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას.

  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების პირველი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, თანაც ვისთან - პორტუგალიასთან და შესაბამისად, პირველი ისტორიული ქულაც. არადა, ეს ნაკრები მუნდიალზე პირველად 52 წლის წინ გავიდა, ოღონდ მაშინ ქვეყანას არა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, არამედ ზაირი ერქვა.

ზაირი

მაშინ, 1974 წლის გერმანიის მუნდიალზე ზაირელებმა სამიდან სამივე თამაში წააგეს და თან ისე, რომ ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს. ახლა კი ფრე პორტუგალიასთან და ფაქტობრივად უბურთოდ დატოვებული კრიშტიანუ რონალდუ...

რონალდუ

  • კრიშტიანუ - მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატი და უცუდესი სტატისტიკა პირველ მატჩში. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 11 ფეხბურთელიდან, მეკარის ჩათვლით, სწორედ კრიშტიანუ შეეხო ბურთს ყველაზე ცოტაჯერ. ისე კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე რონალდუს ზედიზედ 10 უგოლო მატჩი დაუგროვდა და მათ შორისაა მატჩი საქართველოსთანაც ევრო 20/24-ზე. სხვათა შორის კრიშტიანუ აქამდე იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 5 სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა გოლი გატანილი და ამ კვირაში ამ მაჩვენებლით მას ლეო მესი გაუთანაბრდა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი ჟინით ეცდება კრიშტიანუ ამ მუნდიალზე გატანას, ისევ ერთპიროვნული ლიდერი რომ გახდეს და იქცეს ერთადერთ ფეხბურთელად რომელსაც ექვს სხვადახვა მუნდილზე ექნება გატანილი. ისე კი, მცოდნმე ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ რონალდუს ეს უსაზღვრო ამბიცია ცუდ სამსახურს უწევს პორტუგალიის ნაკრებს.

  • მესი ვახსენთ. უცნაური დამთხვევით, თავისი პირველი გოლი ლიონელმა 2006 წლის 16 ივნისს გაიტანა. და ახლა, 20 წლის მერე, როდესაც მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, კვლავ 16 ივნისი იყო. და ესეც არ არის ყველაფერი. 39 წელს მიღწეული მესი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც მუნდიალებზე ერთ მატჩში სამი გოლი გაუტანია.

მესი

  • ეს რეკორდი აქამდე მის მარადიულ მეტოქეს, კრიშტიანუს ეკუთვნოდა, როდესაც 2018-ში, 33 წლისამ ესპანეთთან შეასრულა ჰეთ თრიქი. ავღნიშნოთ ისიც, რომ კრიშტიანუს გარდა მესი ერთადერთია, ვისაც ექვს მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია. ამ წყვილს შეუერთდება მექსიკელთა მეკარე გილიერმო ოჩოა, თუკი მას ერთი წუთით მაინც შეუშვებენ მოედანზე. ამ მუნდიალის პირველ და მეორე ტურებში ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მესი

  • ამასობაში მესი დაეწია მიროსლავ კლოზეს. მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროს საუკეთესო ბომბარდირთა სია ახლა გამოიყურება ასე. ძნელი წარმოსადგენია, რომ მესიმ სულ მცირე ერთი გოლი მაინც ვერ გაიტანოს ამ ჩემპიონატზე, რაც მას ერთპიროვნულ ბომბარდირად აქცევს. თუმცა ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში კილიან მბაპე და კრიშტიანუც არიან ჩაბმულები.

  • კილიან მბაპე კი, რომელიც ახლა ვახსენეთ, ერთი რეკორდის მფლობელი ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გახდა. ის ყველა დროის საუკეთესო ფრანგი მეგლეა.

მბაპე

სენეგალთან, 90+6 წუთზე გატანილი გოლით მან ლეგენდარულ ჟიუსტ ფონტეინს გადაუსწრო. ოღონდ ფონტეინმა თავისი 13 გოლი მხოლოდ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა - 1958 წელს და ეს რეკორდი ძალიან საეჭვოა, მსოფლიოში ვინმემ ოდესმე გააუმჯობესოს.

  • და რაკი გოლებსა და რეკორდებზე ვლაპარაკობთ უნდა ვახსენოთ გერმანელების რეკორდიც. კიურასაოსთან გატანილი 7 გოლის წყალობით გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ჯამურად 239 გოლი დააგრობა და გადაუსწრო 238-გილიან ბრაზილიას.

გერმანია

მუნდიალის მიმდინარეობისას ეს რიცხვები, რა თქმა უნდა, კიდევ შეიცვლება და საინტერესოა, ბოლოს რომელი ნაკრები დაისაკუთრებს რეკორდს - გერამნია თუ ბრაზილია. ისე კი, კიურასაოსთან მოგებული 7:1-ის მერე არ გაგიკვირდებათ, მთელ მსოფლიოს სხვა 7:1 თუ გაახსენდა და ასეთი სახუმარო რუკაც კი გააკეთეს იმ ქვეყნებისა, ვისთვისაც გერმანიას 7:1 აქვს მოგებული. და ერთიც ამ თამაშზე.

მწვრთნელი

  • გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მსოფლიოს ჩემპიონატის 48 მწვრთნელს შორის ყველაზე ახალგაზრდაა - 38 წლის, კიურასაოს ნაკრების მწვრთნელი დიკ ადვოკაატი კი ყველაზე ასაკიანი - მალე 79-ის გახდება.

  • მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები კი არის კოტ დ’ივუარი. რომლის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 25 წელი და 8 თვეა.

  • საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ბრაზილია - მაროკოს მატჩშიც: ამ ნაკრებთა კაპიტნები - მარკინიოსი და ჰაკიმი მოგეხსენებათ, პარი სენ ჟერმენში ხვიჩა კვარაცხცელიას თანაგუნდელები არიან.

  • ვთქვათ ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი ქულა მოიპოვა ყატარის ნაკრებმა. შეგახსნებთ, რომ ყატარი წინა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი იყო და შეჯიბრი ქულის გარეშე დაასრულა - ჯგუფში სამივე თამაში წააგო. ახლა კი ყატარელებმა 94-ე წუთზე შეძლეს ქულის აღება შვეიცარიასთან.

  • შოტლანდიამ კი მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი გოლი გაიტანა 1998 წლის მერე. მთელი 28 წელი სქოთებს მუნდიალებზე გატანილი აღარ ჰქონდათ.

  • ბოლოს კი ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა. ეს კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინიაა. ისე, როგორი ამბავია, 40 წლის ასაკში გაქვს დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველივე მეტოქედ გყავს ესპანეთი და კარს მშრალად ინახავ და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გასახელებენ. სხვათა შორის, ვოზინია ყველა დროის ყველაზე ასაკიანი მეკარეა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავის სადებიუტო მატჩში გოლი არ გაუშვია. ყველაფერთან ერთად ვიზინია ინსტაგრამ-ვარსკვლავადაც იქცვა. ესპანეთთან მატჩის მიმდინარეობისას, მხოლოდ იმ 90 წუთში მას თითქმის 2 მილიონი გამომწერი შეემატა. და თუ ახლა შეხვალთ მის ინსტაგრამზე, 14-მილიონ გამომწერს აღმოაჩენთ. ესეც, დამეთანხმებით, ფანტასტიკური შედეგია.

ავტორი: გიორგი დარჯანია

06/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024