სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
უდავო ფაქტია: ამ მსოფლიოს ჩემპიონატმა თავისი მასშტაბით ყველა წინამორბედი დაჩრდილა. მეტი მონაწილე, მეტი მატჩი, მეტი მაყურებელი და შესაბამისად, მეტი შემოსავალი. და სანამ ფეხბურთელები მოედნებზე ოფლს ღვრიდნენ, მათ გარშემო მილიარდები ტრიალებდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფული ყველამ იშოვა.
ვინ არის მოგებული: ფიფა

ტურნირის ორგანიზატორები უბრალოდ კოსმოსური მასშტაბის შემოსავლებს იღებენ. წინა მუნდიალზე ფიფას მოგებამ 7,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ ჩემპიონატით მიღებულ ფულს ჯერ კიდევ ითვლიან, თუმცა ფინანსური ანალიტიკოსები 13 მილიარდ დოლარს ასახელებენ. შემოსავლის მთავარი წყაროები ტრანსლაციის უფლების გაყიდვა, სუვენირებით ვაჭრობაზე ლიცენზიების გაცემა, სასპონსორო კონტრაქტები და ბილეთების გაყიდვაა. 4 წლის მერე ფიფა კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის - მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა ხომ 64-მდე იგეგმება.
ვინ არის წაგებული: ქომაგები

უამრავმა გულშმატკივარმა ოცნება აიხდინა - მსოფლიოს ჩემპიონატს დაესწრო და ამ საოცარი ზეიმის მონაწილე გახდა. თუცა წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, ეს მათთვის დიდ გამოცდად იქცა. ბილეთები წარმოუდგენლად ძვირი ღირდა. ფიფას გადაწყვეტილება, ე.წ. დინამიური ფასწარმოქმნა შემოეღო, საყოველთაო კრიტიკის საგნად იქცა - პოპულარულ მატჩებზე ფასებმა არანორმალურ დონეს მიაღწია. დონალდ ტრამპმაც კი აღნიშნა, პარაგვაისთან მატჩის სანახავად რამდენიმე ათას დოლარს არ გადავიხდიდიო. ფინალურ მატჩზე ბილეთების ოფიციალურმა ფასმა 33 ათას დოლარს მიაღწია. სპეცბილეთების ფასი კი 2 მილიონ დილარსაც აღემატებოდა! ერთადერთი, ვინც პრობლემას ვერ ხედავს, ჯანო ინფანტინოა. ფიფას პრეზიდენტმა ბრძანა, ასეთ ფასები სავსებით გამართლებულია და სრულ თანხვედრაშია ამერიკული სპორტული ღონისძიებების პრეისკურანტთანო. და არა მხოლოდ ბილეთები! ფრენა, სასტუმროები, კვება - ჩემპიონატის დღეებში ფასები ყველაფერზე გაიზარდა. მაგალითად, საგარეუბნო მატარებელი, რომელიც ნიუ ჯერსიში მეტლაიფამდე იქამდე 12.80 დოლარად მიდიოდა, ჩემპიონატის დღებში მგზვრებს 150 დოლარად ემსახურებოდა.
ვინ არის მოგებული: მაუწყებლები და სპონსორები
ტელეკომპანიები მატჩების ტრანსლირების უფლებაში ასტრონომიულ თანხებს იხდიან, თუმცა ეს ამართლებს. მათ რეკამის მიმტამთა რიგები უდგათ და შესაბამისად, უზარმაზარ ფულს შოულობენ. თან ფიფამ წყლის შესვენებაც მოიფიქრა, რაც მატჩის მსვლელობისას დამატებით სარეკლამო დროს ნიშნავს. მართალია, ფიფა ირწმუნება, ეს შესვენებები წმინდა სპორტული მიზნებით დავაწესეთო, მაგრამ ამის, აბა, ვის სჯერა. აი, მაგალითად FOX Sports-მა ჩემპიონატის ტრანსლირებს უფლება 485 მილიონად იყიდა, ნახევარწუთიან სარეკლამო დროს კი 300 ათას დოლარად ყიდდა. და ეს მხოლოდ ადრეულ ეტაპზე. გადამწყვეტ მატჩებში ფასი 30 წამში 750 ათას დოლარამდეც ავიდა.
ვინ არის წაგებული: მასპინძელი ქალაქები
სამი ქვეყნის 16-მა ქალაქმა მილიონობით გულშემატკივარს უმასპინძლა და ამან გაზარდა მოთხოვნა რესტორნებზე, სასტუმროებსა და სხვა ადგილობრვ ბიზნესებზე. მაგალითად, ბოსტონში შოტლანდიელმა ქომაგებმა იმდენი ლუდი დალიეს, სასწრაფოდ მარაგების შევსება გახდა საჭირო. ფიფა იმასაც ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატმა გლობალურ ეკონომიკას 41 მილიარდი დოლარი შეჰმატა და რომ მუნდიალმა 185 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. თუმცა ექსპერტები გვირჩევენ, რომ გრძელვალდიან შედეგებზე იმედებს ნუ დავამყარებთ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ფეხბურთის ქომაგების მოზღვავებამ დანარჩენი ტიპის ტურისტები „დააფრთხო“. ნახსენები სამუშაო ადგილები კი საზკვების ობიექტებში დაბალანაზღაურებად დროებით სამუშაოს არ გასცდენია. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მსოფლიოს ჩემპიონტმა შექმნა დროებითი სამუშაო ადგილები, მაგრამ ვერ მოახდინა შემოსავლების გენერირება.
ვინ არის მოგებული: ბუქმეიკერები

არასდროს არსად დადებულა იმდენი ფსონი, რაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. თითო მატჩზე საშუალოდ ნახევარი მილიარდი დოლარის ფსონები შედიოდა, რაც ჯამურად 50 მილიარდზე მეტია. სპეციალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ გაზრდილია უშუალოდ მატჩის მსვლელობისას - Live რეჟიმში დადებული ფსონების მოცულობაც. თანაც, 2018 წლამდე სპორტული ფსონების დადება ამერიკაში მხოლოდ ნევადაში იყო შესაძლებელი. მერე კი უზენაესმა სასამართლომ თამაშები სხვა შტატებშიც ნებადართულად გამოაცხადა. საინტერესო დეტალია: კალიფორნიასა და ტეხასში აზარტული თამაშები კვლაც აკრძალულია, თუმცა იქ გამოსავალი მაინც მოიძებნა: პროგნოზების კეთება აზარტულ თამაშად არ ითვლება და სწორედ ამ საფარქვეშ შეიძლება ამ შტატებშიც სპორტული შედეგების გამოცნობაზე ფსონების დადება.
ვინ არის წაგებული: სასტუმროები
სასტუმროებზე მოთხოვნის განსაკუთრებული მოლოდინი არ გამართლდა. სასტუმროების ასოციაციები, როგორც კანადაში, ასევე შეერთებულ შტატებში, ხელს ფიფასკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ ფიფამ თავდაპირველად თავისთვის უამრავი ნომერი დაჯავშნა, რითაც აჟიოტაჟი გამოიწვია და ყალბი მოლოდინი შექმნა.
ვინ არის მოგებული: დევიდ ბექემი

პირველი ბრიტანელი მილიარდერი სპორტსმენი იყო ყველგან: სამშენებლო მასალების მაღაზიის რეკლამიდან დაწყებული ამერიკის ბანკის მომსახურების კამპანიით დასრულებული. ბექემი უკვე იმდენად ყველგან იყო, რომ მაყურებელი ვეღარც გაერკვა, კონკრეტულად რომელ ბრენდთან ასოცირდება „ინტერ მაიამის“ მფლობელი.
07/23/2026