Logo

ეს გემრიელია

"მსუბუქიც არის და გემრიელიც" - მარტივი სალათის რეცეპტი ნანული სარაჯიშვილისგან

"მსუბუქიც არის და გემრიელიც" - მარტივი სალათის რეცეპტი ნანული სარაჯიშვილისგან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ზმნა" თავის გემრიელ რუბრიკაში "რეცეპტები" ამჯერად ნანული სარაჯიშვილის მარტივ სალათს წარმოგიდგენთ. როგორც მსახიობი ამბობს, მისი სალათები სრული იმპროვიზაციით მზადდება და მასში აჭრის ყველა ბოსტნეულს, რაც კი შინ მოეპოვება.

ნანული სარაჯიშვილი

ნანული სარაჯიშვილი: წვნიანების მზადებით და დიდი მზარეულობით არ გამოვირჩევი, თუმცა სალათებს სიამოვნებით ვამზადებ.

შემწვარი კარტოფილი ძალიან მიყვარს. ვაყრი სხვადასხვა სანელებელს, მათ შორის - პაპრიკას და ვბრაწავ.

ვამზადებს სალათს და რაც კი რამ მომეპოვება, ყველაფერს ვურევ.

მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცელი, კიტრი, პომიდორი, ფერადი ბულგარული წიწაკები და სოუსად აუცილებლად - არაჟანი, ცოტა ძმარი, ზეითუნის ზეთი, ან კახური ზეთი, ტკბილი სიმინდი და მარილი. ძალიან გემრიელი გამოდის; როცა კარგი ყველი მაქვს, ვჭრი წვრილად და იმასაც ვაყრი. ვაშლიც შემირევია.

სალათა

არაჟანი ძალიან მიყვარს. წვნიანებშიც ვასხამ. სალათებს აუცილებლად არაჟნით მივირთმევ.

ბევს ხორციანი სალათი უყვარს, მე ბოსტნეულის მირჩევნია.

როცა განწყობაზე ვარ, მრავალფეროვან სალათს ვამზადებ.

მარტივად მოსამზადებელ სალათს ზაფხულში რა სჯობს. მსუბუქიც არის და გემრიელიც. წვნიანები კი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ისეთს ვერ ვამზადებ, როგორსაც რესტორანში მივირთმევთ.

ავტორი: ლილიანა ფალიანი

03/11/2026