Logo

"მთელ საბურთალოს ესმოდა ჩემი ტირილი, მოვთქვამდი როგორც დედაკაცი"- ნუგზარ რუხაძე დედის გარდაცვალებას იხსენებს

"მთელ საბურთალოს ესმოდა ჩემი ტირილი, მოვთქვამდი როგორც დედაკაცი"- ნუგზარ რუხაძე დედის გარდაცვალებას იხსენებს

02/23/2026

ტექსტის ზომა

ტელეწამყვანმა ნუგზარ რუხაძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარი მშობლები და დედის გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი გაიხსენა.
"მამა ძალიან ადრე გარდაიცვალა, 43 წლის გამოგვეცალა ხელიდან. მე 14 წლის ვიყავი ეს რომ მოხდა. მე დედას ვეხმარებოდი და მუშაობა ძალიან ადრე დავიწყე. დედას, რომელიც 39 წლის დაქვრივდა, კაცურად დავუდექი გვერდში.


როცა დედა გარდამეცვალა, მთელ საბურთალოს ესმოდა ჩემი ტირილი, ჩემი ბღავილი... მოვთქვამდი როგორც დედაკაცი.

მომკლა კინაღამ დედაჩემის სიკვდილმა. იმიტომ რომ კი არა, რომ სხვაზე მეტად მიყვარდა დედა...
ჩემმა დამ მითხრა ცუდად არის და წამალი სჭირდებაო. ჩამოვუტანე წამალი. დედა უკვე ძალიან სუსტად იყო. მე დედამ თავისი ოთახი დამითმო და თვითონ სხვაგან დაიძინა. გამთენიისას ნახევრად მძინარემ დავინახე როგორ შემოვიდა ოთახში ჯოხით, ძალიან დასუსტებული და დარაბა დაკეტა და ფარდა ჩამოაფარა, რომ მე არ გამღვიძებოდა...
ჩემი ტკივილი და ბღავილი რამ გამოიწვია იცით? დიდხანს წასული რომ ვიყავი, დედაჩემის სიყვარულით გული ვერ ვიჯერე...
მე სულ წასული ვიყავი და დედა სულ ჩემს მოლოდინში იყო,სულ მონატრებაში იყო, სულ შარას გასჩერებოდა... ამან დამწყვიტა გული," - გაიხსენა ნუგზარ რუხაძემ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დედაზემოგონებანუგზარ რუხაძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026