Logo

საზოგადოება

"თაკოს სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა..."- რა ამბავს იხსენებენ ტყუპები პრემიერაზე

"თაკოს სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა..."- რა ამბავს იხსენებენ ტყუპები პრემიერაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


HBO Max-ის მიერ საქართველოში გაყიდულ ბავშვებზე გადაღებული დოკუმენტურ ფილმის მთავარი გმირები, ტყუპი დები ანო სართანია და თამარ ხვიტია ამბობენ, რომ ფილმმა საკუთარი ისტორია განსხვავებულად დაანახა.

„ფილმმა სხვა კუთხიდან დამანახა ჩვენი ისტორია... პირველი დარტყმა ჩვენთვის პირველი პოსტერი იყო, რომელზეც ეწერა, რომ ჩვენი ისტორია სხვა ადამიანების ტკივილის ანაბეჭდი გახდა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან დიდი გავაკეთეთ...

ფილმის ყურებისას მთელი დარბაზი ტიროდა. მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ ვიყავით მთავარი გმირები და ფილმი ნანახი გვქონდა, მაინც ძალიან დიდი ემოცია იყო, ვტიროდით. თაკოს სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდა.

ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ვიღაც გოგომ გვერდიდან ცხვირსახოცი გადმომაწოდა. მივხვდი, რომ ხალხი ჩვენს რეაქციას აკვირდებოდა,“- იხსენებს ანო.

ტყუპები

ემოციურად იხსენებს ჩვენებას თამარ ხვიტიაც:

„მამაჩემის ინტერვიუ რომ დაიწყო, გადამღები ჯგუფის წევრებმა ხელი დამადეს მხრებზე და სანამ მამაჩემის ხმა ისმოდა, ხელი არ აუღიათ. მამაჩემი ისეთ რაღაცებს ამბობდა, შემრცხვა რომ მამაჩემი იყო.“

საპრემიერო მზადების, ფილმის პრემიერისა და საკუთარი ემოციების შესახებ გოგონებმა თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ ისაუბრეს.

ფილმზე "მოაპრული ბავშვები" ვრცელ მასალას წაიკითხავთ ამ ბმულზე.

ავტორი: ზმნა

12/15/2025