საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებულ შენობაში მოსახლეობამ ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები იპოვა და დახმარებისათვის ტელევიზის მიმართა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ნარჩენების სოფლიდან გატანის მოთხოვნით, მუნიიპალიტეტს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„მთელი სოფელი შეშფოთებულია. ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი, სავსეა მთელი ფერმა ქირურგიული ნარჩენებით და ეპიდემიის დიდი საშიშროებაა…მეზობლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები, რომლებიც ძაღლებმა გამოიტანეს…
დღეს ვდგავართ საშინელი ფაქტის წინაშე და ყოვლად დაუშვებელია, წარმოუდგენელი რამე მოხდა ჩვენს სოფელში, ძველი ფერმის შენობაში განხორციელდა საავადმყოფოს ნარჩენების შეტანა“, - ამბობენ სოფელ მელაურის მაცხოვრებლები.
„ტვ პირველის“ რეპორტიორის თქმით, შენობის დასუფთავება მხოლოდ სოფელში მათი გადამღების ჯგუფის გამოჩენის შემდეგ დაიწყეს.
ადგილზე ტელევიზიის გამოჩენის შემდეგ მივიდა სოფლის რწმუნებული, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის წესით სამი ადამიანი დააკავეს. კომპანიების, „ეკო მედიკალ ჯგუფისა“ და „ეკოლოგია და სუფთა გარემოს“ დირექტორს ელგუჯა კიკაჩეიშვილი, ამავე კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის ერთი თანამშრომელი.
აღნიშნულპირებს „გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას“ ედავებიამნ, რაც დადასტურების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
02/27/2026