Logo

საზოგადოება

"მთელი სვანეთის უდანაშაულო მოსახლეობა ვისმენთ და ვითმენთ უსამართლო ლანძღვას, გინებას, წყევლას და ბინძურ ცილისწამებას!" - სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადება

"მთელი სვანეთის უდანაშაულო მოსახლეობა ვისმენთ და ვითმენთ უსამართლო ლანძღვას, გინებას, წყევლას და ბინძურ ცილისწამებას!" - სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის რეზონანსული საქმე, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. საქმის განხილვაში გამოძიებასთან და ადვოკატებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ულამაზესი კუთხის, სვანეთის მცხოვრებლები.
ვრცელდება ამბის განსხვავებული ვერსიები... ერთნი საუბრობენ გულგრილობასა და უპასუხისმგებლობაზე, მეორენი შურისძიების სურვილსა და ცრუ ბრალდებებზე...
რამდენიმე დღის წინ განცხადება გავრცელდა სოფელ ჭუბერის მოსახლეობის სახელით.

"კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორია სვანეთის როლი ქვეყნის მთლიანობის საქმეში. ეს არის ერთ-ერთი უძლეველი ზღუდე კავკასიონის ქედთან, ანუ საზღვართან, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის დაცვის საქმეში.

სვანეთს ჰყავს მრავალი გმირი, მამულის დაცვას შეწირულნი, ასევე ჰყავს მრავალი საზოგადო მოღვაწე.

სვანეთს გააჩნია უძველესი ენა, კულტურა და ქრისტიანული წესები, ზნეობის ნორმები, რომლებიც სხვაგან თითქმის არსად შემორჩა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანური სამართალი, რომელიც მსოფლიოს იურისტთა მიერ აღიარებულია როგორც - სამართალის უმაღლესი ფორმა!

ეს სამართალი ეფუძნება ქრისტიანულ მოძღვრებას და კაცთა შორის თანასწორობის კანონზომიერებას.

თითქმის 4 თვეა, ვრცელდება თითქოს 35 წლის წინანდელი ამბები სოფელ ჭუბერთან დაკავშირებით. მთელი სვანეთის უდანაშაულო მოსახლეობა ვისმენთ და ვითმენთ უსამართლო ლანძღვას, გინებას, წყევლას და ბინძურ ცილისწამებას!

სვანეთში იმთავითვე ვიმსჯელეთ ამ საქმეზე და აუცილებლად მივიჩნიეთ ამ საქმის გარჩევა სვანური სამართალით (რადგან ეს სისხლის სამართალის პარალელურად შეიძლება).თუმცა ბრალმდებელის მხრიდან დღემდე არავინ გამოსულა ხატთან სიმართლის დასამტკიცებლად.რის გამოც ეს განსჯა არ შედგა.

ეს აწიც შეიძლება, ორივე მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ:

1. რადგან საქმე გამოძიებაშია, ყველას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ორივე მხარის ადვოკატების ლანძღვისაგან, რადგან ეს არასწორი მიდგომაა საქმისადმი. დაე, სამართალი აღსრულდეს!

2. ვინც ამ საქმეში ეცდება, რომ გამოვიდეს ცრუ მოწმედ (ან მოისყიდოს ვინმემ), მას მოუწევს სვანური სამართალითაც დაიფიცოს ოჯახის წევრი მამაკაცების თანხლებით, რადგან სვანურ სამართალში „ცრუ ჩვენება“ არ არსებობს.

3. ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა, ორივე მხარის გამომძიებლებმა და ადვოკატებმა გამოავლინონ ყველა ცილისმწამებლური ბრალდება, რასაც მოჰყვა მწვავე შედეგები - რომ ზოგი საავადმყოფოში იწვა, ზოგმა თავის მოკვლა სცადა, ზოგი ახლაც მკურნალობს, მათი ოჯახების ცოცხალთა და გარდაცვლილთა მიმართ ცრუ ბრალდებების განცდის გამო.

4. რიგითი მოქალაქეები თუ თანამდებობის პირები, რომლებსაც ცილი დასწამეს, თვითონ გააკეთებენ პირად განაცხადს სათანადო ორგანოებში.ასევე აღირიცხება ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც შუღლს აღვივებს მოძმეთა შორის.

ასევე, დაფარული „ფეისგვერდების“ პატრონები გამოვლინდება შს სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ.ამაზე იზრუნებს სამოქალაქო ადვოკატი.

5. სოფ. ჭუბერი ახლა საზღვრისპირა სოფელია, მტრების ინტერესში საზღვართან ხეობის ხელში ჩაგდებაცაა „ნენსკრა-ჰესის“ ნიღბით.ასევე, ის გარემოებაც, რომ ჭუბერი ხაიშის გვერდითაა და „ხუდონის“ გარდა კიდევ 11 ჰესია გეგმაში.ცხადია, მტრები ცდილობენ - ადრე თუ მხარდამჭერები ათეულობით ავტობუსებით, ჯვრებითა და ხატებით ჩამოდიოდნენ, ახლა ამ ნაკადის შეჩერებას ცდილობენ, რომ სვანეთს დაარქვან „პედოფილების“ კუთხე და… ხალხი გათიშონ.

ასევე ინტერესია ოქროს საბადოებზე და ცდილობენ ხალხში შუღლის გაღვივებას, ოჯახებისა და გვარების გადაკიდებას, მაგრამ…

სვან ხალხს ვერ გათიშავენ.ან, ამ საქმესთან რა შუაშია პოლიტიკა, სახერხები, ბიზნესები და ა.შ.

და ბოლოს:

მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას!

ასევე „ლგბტ“ პროპაგანდას!

ასევე ვგმობთ იმ უმსგავსოებას, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი წნეხი, წყევლა და შეურაცხყოფა იმ ოჯახების პატარებისა და უდანაშაულო ადამიანების მიმართ!

დიდება ღმერთს!

მშვიდობა ჩვენს ქვეყანას!

რაც შეეხება ხელმოწერებს, ეს თითქმის მთელი მოსახლეობის აზრია და გაიგზავნება ხალხის სახელით," - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/12/2026

განცხადებანატა ვიბლიანიპედოფილიაჭუბერი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024