Logo

საზოგადოება

"მთელი წელი, დილაობით ვკანკალებდი, სიკვდილი არ მინდოდა" - მამა გურამ ოთხოზორია

"მთელი წელი, დილაობით ვკანკალებდი, სიკვდილი არ მინდოდა" - მამა გურამ ოთხოზორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მღვდელმსახური გურამ ოთხოზორია "რადიო თავისუფლების" პროექტში - "შენთან სალაპარაკო (არაფერი) მაქვს", ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად, შეეხო თემებს - სიცოცხლე, სიკვდილი, რწმენა. მან თქვა, თუ რამ აპოვნინა რწმენა და რამ მიიყვანა ღმერთამდე. ეს აღმჩნდა სიყვარული.

მამა გურამ ოთხოზორია: ბავშვობიდან ჩამოყალიბებული ათეისტი ვიყავი. კომუნიზმის რწმენა რომ გამიტყდა ("ზასტოის" პერიოდი იწყებოდა), დავრჩი მიზნის ამარა, წინ აღარც კომუნიზმია, არც არაფერი, ცხოვრება ჩაიკეტა. აღმომხდა - თუ კომუნიზმი არ არის, ვერსად მივდივარ, მაშინ ღმერთი უნდა დავუშვა. ეს სიყვარულმა გამიმძაფრა. მეოთხე კურსზე ისეთი სიყვარული მეწვია, რომ ამ სიყვარულმა სიცოცხლე გააკაშკაშა. ყოფნა და სიცოცხლე იმდენად ლამაზი გახდა, სიკვდილი სასჯელად მეჩვენა. არ მინდა სიკვდილი და დავსვი კითხვები, რატომ არის სიკვდილი? ნუთი ეს ბოლო სიტყვაა? ნუთუ მოვკვდები და დამთავრდება ყველაფერი? ნუთუ ეს სიცოცხლე, რომელიც ასე ლამაზია, ჩამოიშლება და არაფერი არ დარჩება?

მთელი წლის მანძილზე ასეთ აგონიაში ვიყავი. დილას რომ ვიღვიძებდი, გეფიცებით, პატარა ბავშვივით ვკანკალებდი. სიკვდილი არ მინდოდა.

ისტორიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ერთხელ მითხრეს, სახარებას კითხულობენ და მიდიო. დასაცინად წავედი, არ მჯეროდა. ტვინი ამორეცხილი მქონდა ბიბლიაზე, სახარებაზე. ამას ვიკადრებ-მეთქი? ვამბობდი და წავედი დასაცინად, იმ განწყობით, რომ ეს დეგრადირებული მასაა, დედაბრებს აქვთ მხოლოდ ეს რწმენა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა სახარებას კითხულობდეს-მეთქი და... იქ მისულს კი, სხვა რეალობა დამიხვდა:

ბიბლიას კითხულობდნენ, განათებული სახეებით ისხდნენ, სიხარული სუფევდა და გამიკვირდა. მერე დეიდა ზოიას ჩემზე, უთხრეს, ეს გურამია, შეყვარებულია და რამე ხომ არ წერია სიყვარულზე ბიბლიაშიო. მან გადაშალა პავლე მოციქულის ტექსტი სიყვარულზე. ეს ტექსტი ყველამ იცის და ვურჩევ ყველას, კიდევ ერთხელ გადახედეთ, რა საოცრებაა. ის ამბობს, სიყვარული სულგრძელია, არ შურს, არ ამპარტავნობს, ყველაფერს იტანს, ითმენს და... მოკლედ, რომ დაამთავრა, მკვდრეთით აღვსდექი. ეს იყო მდგომარეობა, როცა ტოტალურად განიცდი, რომ ხარ. შინაგანად ანათებ, ყველაფერი ერთად არის - სიყვარული, რწმენა, იმედი. ორი თვე ვიყავი ამ მდგომარეობაში.

ავტორი: ზმნა

05/15/2026

მამა გურამ ოთხოზორიამამა გურამიტაძარიშარვალი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024