Logo

"მთელი ცხოვრება შენს სიყვარულში მინდა გავატარო" - ვისზე წერს ნატალია ყიფშიძე

"მთელი ცხოვრება შენს სიყვარულში მინდა გავატარო" - ვისზე წერს ნატალია ყიფშიძე

10/05/2026

ტექსტის ზომა

ნატალია ყიფშიძე ბებოს დაბადების დღეს საკმაოდ ემოციური პოსტით ულოცავს. დედის დედას მისაბაძ ქალად მიიჩნევს და წერს:

"დღეს ჩემი სიყვარულის დღეა! შენი დამსახურებაა ყოველი კარგი რამ, რაც ცხოვრებაში მაქვს! მადლიერი ვიქნები შენი სიყვარულის და ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია მუდამ. შენნაირი სიძლიერე მაქვს მიზნად.

ბებომ მასწავლა რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.

ნატალია ყიფშიძე

გილოცავ, ბე!

ეგოისტურად, მთელი ცხოვრება შენს სიყვარულში მინდა გავატარო!

შენ ხარ ჩემი საჩუქარი, ჩემი სიამაყე და ჩემი ცხოვრების მთავარი ძალა" - წერს ნატალია ფეისბუქზე.

ნატალია ყიფშიძე

ნატალია გიორგი ყიფშიძის და ქრისტი ყიფშიძის ქალიშვილია. ის უკვე 25 წლისაა და როგორც ქრისტიმ "ზმნას"-თან ინტერვიუში თქვა, მასთან უფრო მეგობრული ურთიერთობა აქვს.

"24 წლიანი სხვაობაა ჩვენს შორის. ცხადია, მშობლის პოზიცია მიჭირავს, მაგრამ მთლად არ გამოდის, რადგან ნატალია ბავშვობიდან პატარა, ჭკვიანი ქალივით არის. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ზოგჯერ ის ჩემზე უფროსიც არის. ზოდიაქოს ნიშნით ლომია, მოსწონს დომინირება. ცხადია, "ვუტარებ" - ქრისტი ყიფშიძე.

ქრისტი ყიფშიძე

ასევე დაგაინტერესებთ:

"დღევანდელი დღე მიყვარს. რა იქნება ხვალ, არ მაინტერესებს" - ქრისტი ყიფშიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026