Logo

მწეველებში მხედველობის დაკარგვის რისკი, 4-ჯერ უფრო მაღალია - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა

მწეველებში მხედველობის დაკარგვის რისკი, 4-ჯერ უფრო მაღალია - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა

03/13/2026

ტექსტის ზომა

თამბაქოს მოწევის მავნე გავლენა ფილტვებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უკვე დიდი ხანია ცნობილია. თუმცა მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სიგარეტის კვამლი ადამიანის ორგანიზმს ბევრად უფრო ღრმა დონეზე აზიანებს.

ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრის Johns Hopkins University- ის მკვლევართა ახალი კვლევის მიხედვით, თამბაქოს კვამლი თვალის უჯრედებში ეპიგენეტიკურ ცვლილებებს იწვევს, რაც მათ გარემოს სტრესთან ბრძოლის უნარს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

თვალი

მეცნიერები განმარტავენ, რომ ეპიგენეტიკა არის პროცესი, რომლის დროსაც გარემო ფაქტორები, თამბაქო, კვება ან ქიმიური ნივთიერებები, გენების მუშაობას ცვლიან, თუმცა თავად დნმ-ის სტრუქტურა უცვლელი რჩება.

სიგარეტის კვამლში არსებული ათასობით ქიმიური ნაერთი უჯრედებში გარკვეული გენების „ჩართვასა“ და „გამორთვას“ იწვევს. შედეგად, თვალის ქსოვილები კარგავენ იმ ბუნებრივ მექანიზმებს, რომლებიც მათ სინათლის, ჟანგვითი სტრესისა და სხვა მავნე ფაქტორებისგან იცავს.

მარტივად რომ ითქვას, თამბაქო თვალის უჯრედების გენეტიკურ „პროგრამას“ ცვლის და მათ გარემოს ზემოქმედების მიმართ უფრო დაუცველს ხდის.

თვალი

კვლევების მიხედვით, მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის რამდენიმე სერიოზული თვალის დაავადების რისკს, მათ შორის: ასაკობრივი მაკულის დეგენერაცია, კატარაქტა, დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირება, ოპტიკური ნერვის დაზიანება...

სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის მონაცემებით, მწეველებში მხედველობის დაკარგვის რისკი 2–4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველებში.

მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მსგავსი ბიოლოგიური პროცესები შეიძლება პასიური მოწევის დროსაც განვითარდეს. განსაკუთრებით რისკის ქვეშ მწეველთა ოჯახებში მცხოვრები ბავშვები არიან.

სიგარეტი

სპეციალისტების თქმით, გარკვეული ეპიგენეტიკური ცვლილებები შექცევადიც შეიძლება იყოს, თუ ადამიანი დროულად შეწყვეტს მოწევას. თუმცა ხანგრძლივი მოწევის შემთხვევაში ზოგი ცვლილება შესაძლოა მუდმივად დარჩეს და მხედველობის სისტემის დაზიანება უფრო სწრაფად განვითარდეს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

თამბაქოთვალიკვლევასიგარეტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026