Logo

კულტურა

"მუსიკის გარდა, ენერგიის ხარჯვა არაფერზე მემეტება" - ნინო ქათამაძე იუბილარია

"მუსიკის გარდა, ენერგიის ხარჯვა არაფერზე მემეტება" - ნინო ქათამაძე იუბილარია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნინო ქათამაძე იუბილარია. მუსიკოსი 54 წლის გახდა.

მუსიკოსი 21 აგვისტოს, აჭარაში, ქობულეთში დაიბადა. ბავშვობა ზღვასა და მთებს შორის გაატარა. სწორედ ამ გარემოდან იღებს სათავეს მისი მუსიკის ის უცნაური, დაუოკებელი ენერგია. ხალხური მელოდიები, ზღვის ხმა და ტყის ხმაური მისი პირველი ნოტები იყო.

ნინოს ფენომენი მისი ხმის უნიკალურობაშია. ეს არ არის უბრალოდ ძლიერი ან ლამაზი ვოკალი; ეს არის სულის ენა. მას სიმღერისთვის ენა და კონკრეტული სიტყვები არ სჭირდება. მღერის მთელი სხეულით – თვალებით, ხელებით, მოძრაობით.

მისი შემოქმედების მთავარი ნაწილია ჯგუფი Insight, რომელთან ერთადაც შეიქმნა ალბომები, რომლებმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა: Black, White, Blue, Red, Green და სხვა. ეს ფერადი ალბომები ნინოს მუსიკალური პალიტრის სხვადასხვა ასპექტს ასახავს – ჯაზის, ფოლკის, ფსიქოდელიური როკისა და ავანგარდის სინთეზს.

ნინო მეუღლე ექიმი დავით ლოლაძეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ სამედიცინო გადაცემა "ექიმებიდან" გაიცნო. დათო ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. დათოს და ნინოს ერთი შვილი, ნიკოლოზ ლოლაძე ჰყავთ, რომელიც უკვე 17 წლისაა.

გთავაზობთ მუსიკოსის მიერ სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუების ამონარიდებს.

„ჩემი შვილი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მა­ფიქ­რებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ღირს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგა, რო­მე­ლიც ან მალე დამ­თავ­რდე­ბა ან უნდა იყოს რა­ღაც ისე­თი... ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა არის ისე­თი, რომ სა­დაც გა­ივ­ლი, გა­ნა­თე­ბუ­ლი გზა და­ტო­ვო იმი­ტომ, რომ მერე რომ გა­ივ­ლის შენი შვი­ლი, სიბ­ნე­ლე არ დახ­ვდეს. ამი­ტომ, ის ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლია ამ მხრივ და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ სი­ნათ­ლეს­თან ახ­ლოს მი­ვი­დე".

ნინო ქათამაძე

"ვფიქრობ, რომ რთული ცხოვრება მაქვს და ამ რთული ცხოვრების პერიოდში ძალიან ძნელია, შეინარჩუნო ის ბავშვური აღტაცებები და გრძნობები, რაც ასე ძალიან გჭირდება მუსიკასთან ურთიერთობაში.

სანამ მუსიკამდე მივდივარ, იმდენ რამეს ვაკეთებ, ასე მგონია, ზოგჯერ გზადაგზა მეკარგება გრძნობები. დამისვით კრიტიკული კითხვები, რომლებითაც შეიძლება გამოვფხიზლდე. ვარ ღია. ვცდილობ, შვილთან ურთიერთობაში ბევრი რამ ვისწავლო… მე სხვა ეპოქაში გავიზარდე, ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ საბოლოოდ, ამ გზას ერქვა მუსიკის გზა და შეცდომებმა მომცა ძალა, რომ სწორ, ანუ მუსიკის გზას დავდგომოდი."

ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძემ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ალბომს - "ლილატი" დაარქვა, რაც სვანურად "შეყვარებულს" ნიშნავს. ალბომს კი, წინ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში რვა კონცერტი უძღოდა.

ნინო ქათამაძე: ამ სახელს ვარქმევ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. სულ ახალი ეტაპებია, მაგრამ მუსიკოსებიც სხვა არის, ჟღერადობაც, მუსიკალური ფორმაც. მთელი ცხოვრება ჯაზის შემსრულებელს მეძახდნენ. მე ვამტკიცებდი, ჩვენს მუსიკას ჯაზი არ ჰქვია-მეთქი. მაგრამ ამ ახალ ალბომში ჯაზის ბევრი ელემენტია, ბევრი იმპროვიზაციაა. თითქმის ყველა ნაწარმოებში იმპროვიზაციაა. ინსტრუმენტია მთავარი და არა მარტო ხმა.

ალბომში 11 ნაწარმოებია, რომელიც ერთდროულად არ დაწერილა. რაღაცას სკივრში ინახავ, მერე ფორმას უცვლი, ჟღერადობით და შინაარსით კონცეპტუალურად რომ ჯდებოდეს ალბომში.

15 მარტს ჩემთან შევიკრიბეთ, ვიმუშავეთ. ვიყავით ერევანში, მაინტერესებდა არაქართულ გარემოში როგორ მიიღებდნენ ამ მუსიკას. სომხები საუკეთესო მსმენელები არიან, შემდეგ უკვე უკრაინის ტურნეში წავედით...

ნინო ქათამაძე

მუსიკოსმა სცენურ იმიჯზეც ისაუბრა, სტილზე, რომელიც მას, სხვებისგან, ყოველთვის გამოარჩევს.

ნინო ქათამაძე: როდესაც ორი საათი, შეუსვენებლად მღერი, ნატურალური ქსოვილის უნდა გეცვას ყველაფერი. ფართე უნდა იყოს და არ უნდა გაწუხებდეს. მე რომ ახტომა მინდა, რაღაც ნერვებს არ უნდა მიშლიდეს. ჩემს ზედმეტ ყურადღებას არ უნდა იქცევდეს. წითელ ლაქსაც არ ვისვამ და ბეჭედს არ ვიკეთებ. თუ ისე ვიმღერე, რომ მხოლოდ ჩემი კაბა დაინახეს, ესე იგი საერთოდ არ ვარგებულა ჩემი კონცერტი.

პირდაპირ რომ ვთქვა, მე რომ მიხდებოდეს სულ ჯინსებში ვიქნებოდი. აბსოლუტურად ჰიპურად. მომწონს.

"ავთანდილი" ათწლეულები მიკერავდა კოსტიუმებს. ჰყავს გოგონა, რომელიც ვაშლებს მიმაგრებდა კაბებზე. დღესაც მანიაკურ რაღაცებს აკეთებს. უბრალოდ აქ არ მაქვს კონცერტები და ვერავინ ხედავს...

მე ამას ვუყურებ როგორც მუსიკის ნაწილს, მაგრამ ცალკე იმიჯის ნაწილად არ აღვიქვამ. უფრო - მუსიკას როგორ მოუხდება.

ხშირად ზურგით ვდგავარ მსმენელთან. მუსიკოსებთან ცოცხალი ურთიერთობა, სხვა რამეს ნიშნავს. არ მინდა მოსაწყენი იყოს და ჩემ სამოსს ხან რას ვახატავ ზურგზე და ხან - რა ხდება ჩემს ზურგზე.

მუსიკის გარდა, ენერგიის ხარჯვა არაფერზე მემეტება. სამზარეულოში შეიძლება სანახევროდ დავტოვო ყველაფერი და წავიდე, რადგან მუსიკაზე ვფიქრობ. მუსიკის გარდა არაფრის კეთება არ შემიძლია. ჩემს ასაკში ყველას პარალელური ბიზნესები აქვთ, მენეჯერები არიან. მე მუსიკაც არ შემიძლია, როგორც ბიზნესი, ისე წარმოვიდგინო.

ავტორი: ზმნა

08/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024