Logo

ტაბლოიდი

"მყავს წმინდანი მეუღლე" - თეა დარჩია

"მყავს წმინდანი მეუღლე" - თეა დარჩია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თეა დარჩია იმ ხელოვანი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ხელოვნება ყველაფერზე წინ დააყენეს. ის, რომ დარჩიას 4 შვილი და საყვარელი ოჯახი აქვს, თავად მოცეკვავეს, მეუღლის გუჯა მათიაშვილის დამსახურებად მიაჩნია.
მეუღლის დამსახურებაზე და მის მიმართ უზომო მადლიერებაზე ისაუბრა თეა დარჩიამ ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია"

"ვთვლი, რომ მყავს წმინდანი მეუღლე, საოცარი ადამიანი, რომლის გარეშეც მე, არცერთ ვერსიაში, "მე" არ ვიქნებოდი - არც ოთხი შვილი მეყოლებოდა და არც ოჯახი მექნებოდა...

ამ ადამიანმა საკუთარი თავი წაშალა და მთლიანად მოგვიძღვნა მე და ოჯახს. გუჯა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არის და იქნება. უბრალოდ მე დავინახე მასში ადამიანი, რომელიც შეძლებდა ყოფილიყო ჩემი ქმარი.

არ ვარ მარტივი ადამიანი, ფანატიკურად ვარ შეყვარებული პროფესიაზე. მე ვერ დავთმობდი პროფესიას ისეთი მეუღლის გამო, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადებდა - "აღარ იცეკვო!" და ალბათ ოჯახი დღემდე არ მექნებოდა.

ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა - კარგი შვილებიც და ოჯახიც," - თქვა თეა დარჩიამ.


ავტორი: ზმნა

05/18/2026