Logo

"მზად ვარ წარგიდგინოთ დათუნასთან მიმოწერა" - მსახიობი ენდი ძიძავა შ.ს.ს-ს მიმართავს

"მზად ვარ წარგიდგინოთ დათუნასთან მიმოწერა" - მსახიობი ენდი ძიძავა შ.ს.ს-ს მიმართავს

12/12/2025

ტექსტის ზომა

გუშინ ცნობილ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დიზაინერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ფაქტს მსახიობი, ენდი ძიძავა ეხმიანება.

"აი, ვზივარ და ვფიქრობ, გამოვაქვეყნო თუ არა დათუნა სულიკაშვილის ჩემთან მიმოწერა, მაგრამ უფლებას ვერ ვაძლევ საკუთარ თავს მისი თანხმობის გარეშე გამოვფინო აქ წერილები, რომლებიც ძიებასაც კი გამოადგება მისი ნარკოგამსაღებლის უდანაშაულობის მტკიცების ნაწილში... ალბათ, ჩემნაირად რამდენი ფიქრობს...
რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?!..
ავად რომ იყო, ეს მთელმა თბილისმა იცოდა.

პ.ს. ვინც მიცნობთ, წესით ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ნარკოდანაშაულისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მე მზად ვარ წარგიდგინოთ მიმოწერა. ამ მიმოწერით ( და ასეთი მიმოწერები მრავლად მოიძებნება დათუნას სამეგობროში) ნათელი გახდება ის, რომ დათუნა და ნარკორეალიზაცია ერთად ერთი დიდი აბსურდია.
ბოლო წერილი გუშინწინ მოწერილია, რომელზედაც უბრალოდ აღარ ვუპასუხე" - წერს ენდი ძიძავა ფეისბუქზე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026