
10/11/2026
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ოლგა ბაბლუანმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია" “ ცნობილი მამის, თემურ ბაბლუანის, ხელოვანებით სავსე ოჯახისა და იმ ნაწარმოებების შესახებ ისაუბრა, რომელთა შექმნაც მის თვალწინ ხდებოდა.
ოლგა ბაბლუანი იხსენებს, როგორ მუშაობდა მამა ფილმებზე, როგორ იღებდა 7 წელი „უძინართა მზეს“ და როგორ იყო ჩართული მის საქმიანობაში მთლიანი ოჯახი და განსაკუთრებით მეუღლე ლია ბაბლუანი.
"დედა ჩემი არის ყველაფერი... თემური ვერ არჩევს თავის ნაწერს და ლია ურჩევს... აიღებს მის ფურცლებს, არჩევს, ალაგებს, უწერს, თან უვლის 4 შვილს, 19 შვილიშვილს, ამ დროს სამზარეულო დუღს...
ლია არის მთავარი ღერძი. აი დედამიწა ხომ ბრუნავს ღერძის გარშემო, ჩვენთან ლიას გარშემოა ეს... და თემური ამას სულ ამბობს... მანუშაკა, რომელიც ელოდება ეს არის ლია.
წიგნში „მზე, მთვარე და პურის ყანა“ მზე დედაჩემია, მთვარე თემურია და პურის ყანა ვართ ჩვენ,“ - ამბობს ოლგა ბაბლუანი.
გააზიარე სტატია