Logo

სასარგებლო რჩევები

მზის ენერგიის სანათები - დეკორაცია თუ რეალური ნათება?!

მზის ენერგიის სანათები - დეკორაცია თუ რეალური ნათება?!

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეზოს, ბაღის ან ტერასის მოწყობისას, სივრცის განათება ხშირად ბოლოს გვახსენდება, თუმცა მისი როლი განწყობისა და კომფორტის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორად შერჩეული ეზოს სანათი მხოლოდ ლამაზი დეტალი კი არა, ფუნქციური ელემენტიცაა. მას შეუძლია გაგვინათოს ბილიკი, გამოყოს დასასვენებელი ზონა, ხაზი გაუსვას ლანდშაფტს და ეზო საღამოს საათებში უფრო პრაქტიკულ ადგილად აქციოს.

ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს და დღის განმავლობაში დაგროვებულ მზის ენერგიას, ღამით განათებად გარდაქმნის.

სანათი

ამ ტიპის სანათებზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებისაა და ეზოს სრულფასოვნად ვერ ანათებს. სინამდვილეში, ეფექტი ყოველთვის სანათზე არ არის დამოკიდებული.
თუ მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი მხოლოდ ვიზუალის მიხედვით შეირჩა, შესაძლოა, მისი განათება სუსტი აღმოჩნდეს. მაგრამ ხარისხიანი მოდელის სწორ ადგილას დამონტაჟების შემთხვევაში, სანათი ეზოს განათებას უპრობლემოდ შეძლებს.


პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე სანათებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს.

ზოგი მათგანი დეკორატიულია და ძირითადად ატმოსფეროს შესაქმნელად, ყვავილების, ბუჩქების, ხეების ან დეკორატიული ელემენტების გამოსაკვეთად გამოიყენება. ასეთი განათება რბილი და მსუბუქია, თუმცა სივრცეს უფრო მოწესრიგებულსა და დასრულებულ იერს აძლევს.

სანათი

არსებობს უფრო ფუნქციური მოდელებიც, რომლებიც ბილიკების, შესასვლელის, ტერასის, კიბეების ან ავტოსადგომის მიმდებარე სივრცის გასანათებლად გამოიყენება. სწორად შერჩეული ეზოს სანათი ამ შემთხვევაში მხოლოდ სილამაზისთვის აღარ არის, ის ადამიანს ღამით გადაადგილებაში ეხმარება და ეზოს უფრო უსაფრთხოს ხდის.

სანათი


განსაკუთრებით პრაქტიკულია გაზონის სანათი, რომელიც ბაღში ან ეზოში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან აქცენტებს ქმნის. მისი საშუალებით შეიძლება გამოიყოს ბილიკი, გამწვანებული ზონა, შესასვლელი ან დასასვენებელი ადგილი. გაზონის სანათი ხშირად არ საჭიროებს რთულ მონტაჟს, მარტივად თავსდება მიწაში და სივრცეს მოწესრიგებულ იერს აძლევს.


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება არჩევისას?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რა მიზნით გჭირდებათ სანათი. თუ მხოლოდ ბილიკის მონიშვნა ან მცენარეების გამოკვეთა გსურთ, კომპაქტური გაზონის სანათი შესაბამისი არჩევანია.

სანათი

დიდი სივრცისთვის კი უფრო მაღალი სიმძლავრისა და ფართო განათების კუთხის მქონე მოდელია საჭირო.

ასევე გასათვალისწინებელია:

მზის პანელის ზომა და ეფექტიანობა;

აკუმულატორის მოცულობა;

განათების ხანგრძლივობა;

ნესტისა და ნალექისგან დაცვის ხარისხი;

მოძრაობისა და სინათლის სენსორების არსებობა.

სანათი

სანათი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც დღის განმავლობაში მზის პირდაპირ სხივებს მიიღებს. თუ პანელი მუდმივად ჩრდილშია, აკუმულატორი სრულად ვერ დაიმუხტება და ღამით განათების სიმძლავრე და ხანგრძლივობა შემცირდება.

სად არის მზის სანათების გამოყენება ყველაზე ეფექტური?

მზის სანათები განსაკუთრებით პრაქტიკულია ბაღის ბილიკებზე, კიბეებთან, შესასვლელთან, აუზის გარშემო, ღობესთან და ეზოს იმ ნაწილებში, სადაც ელექტროკაბელი არ არის გაყვანილი.

მათი დახმარებით შესაძლებელია სივრცის სხვადასხვა ზონის გამოყოფა, გადაადგილების გამარტივება და ეზოს ვიზუალური იერსახის გაუმჯობესება.

ამიტომ მოსაზრება, რომ მზის სანათი მხოლოდ დეკორაციაა, ყველა შემთხვევაში სწორი არ არის. სწორად შერჩეული მოდელი ერთდროულად შეიძლება იყოს პრაქტიკული, ეკონომიური და ესთეტიკური. მთავარია, მისი მახასიათებლები კონკრეტული სივრცის ზომასა და დანიშნულებას შეესაბამებოდეს.

სანათი

იმისთვის, რომ სანათი მხოლოდ ლამაზი დეტალი არ იყოს და თავისი ფუნქცია რეალურად შეასრულოს, მისი სწორად შერჩევა გადამწყვეტია. ამ საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთებას, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ გაგიადვილებთ.
„მიჰაუსში“ სპეციალისტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ ზუსტად იმ ტიპის სანათი, რომელიც თქვენს სივრცეს სჭირდება - იქნება ეს დეკორატიული განათება, პრაქტიკული გადაწყვეტა ბილიკისთვის თუ რამდენიმე სანათის კომბინაცია ეზოს უკეთ გასანათებლად.

ავტორი: ზმნა

07/13/2026

დეკორატიულიმზის ენერგიაზემიჰაუსისანათი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024