Logo

მზისგან დამცავი ზამთარშიც საჭიროა? - დერმატო-კოსმეტოლოგის განმარტება

მზისგან დამცავი ზამთარშიც საჭიროა? - დერმატო-კოსმეტოლოგის განმარტება

10/01/2026

ტექსტის ზომა


მზისგან დამცავი კრემის გამოყენება უმეტესად ზაფხულთან, სიცხესა და ინტენსიურ მზესთან ასოცირდება. ამიტომ ცივ სეზონზე ბევრს SPF-ის გამოყენება საჭიროდ აღარ მიაჩნია.

თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ მზისგან დაცვა მხოლოდ ზაფხულის რუტინა არ არის.

დერმატო-კოსმეტოლოგ ლელა ლომიძის თქმით, მოსაზრება, რომ ზამთარში მზისგან დამცავი აღარ გვჭირდება, მცდარია.

„არ არის მითი, ეს რეალობაა, ზამთარშიც აუცილებელია მზისგან დამცავის გამოყენება“, - ამბობს ლელა ლომიძე.

მზისგან დაცვა

მზისგან დამცავ საშუალებებზე მითითებული SPF (Sun Protection Factor) სხვადასხვა მაჩვენებლით გვხვდება, მაგალითად, SPF 15, SPF 25, SPF 30 ან SPF 50... ეს მაჩვენებელი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის დონეს უკავშირდება.

სპეციალისტის განმარტებით, ზამთარში ყოველთვის არ არის აუცილებელი ძალიან მაღალი დაცვის ფაქტორის მქონე საშუალების გამოყენება, თუმცა გარკვეული დაცვა მაინც საჭიროა.

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მაღალი SPF-ის გამოყენება ცივ სეზონზეც აუცილებელია.

ლელა ლომიძე ასეთი შემთხვევების მაგალითად კანის პილინგის შემდგომ პერიოდს ასახელებს. მაღალი SPF შეიძლება აუცილებელი იყოს კანის ზოგიერთი მდგომარეობისა თუ დაავადების დროსაც. ასეთი პროცედურების შემდეგ კანი მზის ზემოქმედების მიმართ უფრო მგრძნობიარე შეიძლება იყოს და ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მაღალი დაცვის ფაქტორის გამოყენება გახდეს საჭირო.

მზისგან დაცვა


"არსებობს ისეთი მდგომარეობები, მაგალითად პილინგის შემდგომი დღეები ან კანის ზოგიერთი დაავადების არსებობა, როდესაც მაღალი SPF-ის გამოყენება ზამთარშიც აუცილებელია," - ამბობს დერმატოლოგი.


შესაბამისად, სეზონის შეცვლასთან ერთად SPF კოსმეტიკის ჩანთიდან საერთოდ არ უნდა გაქრეს. შესაძლოა ზამთარში დაცვის დონე და პროდუქტის ტიპი შეიცვალოს, მაგრამ მზისგან დაცვის საჭიროება რჩება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ზამთარილელა ლომიძემზისგან დაცვამითები და სინამდვილე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026