Logo

საზოგადოება

"ნაგვის არც ქუჩაში დაყრა შეიძლება, არც სადარბაზოებში მოშარდვა. ეს სიღორეა" - კახა ბენდუქიძის ცნობილი დარიგებები

"ნაგვის არც ქუჩაში დაყრა შეიძლება, არც სადარბაზოებში მოშარდვა. ეს სიღორეა" - კახა ბენდუქიძის ცნობილი დარიგებები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სატელევიზიო შოუებში კახა ბენდუქიძის მიწვევა უყვარდათ. მიზეზი მარტივია - იყო ინტელექტუალი და საინტერესო მოსაუბრე. მის წინ მჯდომს - დროს და სივრცე გავიწყდებოდა...

გთავაზობთ ქართველი სახელმწიფო მოღვაწისა და ბიზნესმენის ცნობილ ფრაზებს...

"კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან - გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, რა კარგად გამოიყურები, თუ შეიძლება, მიყვარხარ, მომწონხარ, უკაცრავად, მენატრები.

- ბოღმა, აგრესია, ფარისევლობა, უპატივცემულობა და ზიზღი ძალიან ცუდია.

- ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე.

- ბანაობა კარგი და აუცილებელი გახლავთ.

- წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია.

- მძღოლებო, გაატარეთ ფეხით მოსიარულეები. ფეხით მოსიარულეებო, ნუ იბნევით, როცა მძღოლი გატარებთ და ცოტა სწრაფად გაიარეთ.

- ფერადი ტანსაცმელი არ „ტეხავს", პირიქით.

- ცეკვა სირცხვილი არ არის.

- კინოთეატრში და თეატრში ტელეფონი უნდა გამოვრთოთ, ან ჩავუწიოთ.

- რუსეთი ოკუპანტია. ოკუპანტი ცუდია. ანუ რუსეთი ცუდია.

- მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური.

- სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო.

- ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმები არ არის. საქართველოში სხვა რელიგიების მიმდევრებიც ცხოვრობენ და მათი შევიწროება, ლანძღვა და ცემა სასტიკად აკრძალულია.

- ანაფორიანი ადამიანი, რომელიც იგინება, იწყევლება და ირტყმევინება, მღვდელი არ არის. ის ბანდიტია.

- სექსი ბუნებრივი მოვლენაა. სექსი სასიამოვნოა.

- როდესაც ვიღაც კაფეში ან რესტორანში შემოდის, ყველა ნუ უყურებთ, უზრდელობაა.

- მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი... ამ პროფესიის ადამიანები თქვენ გემსახურებიან, ამიტომ ზევიდან ნუ უყურებთ, არაფრით სჯობიხართ.

- მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი... ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით.

- სწავლა, სწავლა და სწავლა.

- ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ეკლესიაში არსებულ ნაკლოვანებებზე, ეკლესიას არ ებრძვიან. ვინც არ ლაპარაკობს, ის ებრძვის.

- ნუ უპიპინებთ პატარა მანქანებს მაშინ, როცა გრანდიოზულ ჯიპებს ამას ვერ უბედავთ. საერთოდ, ნუ აპიპინებთ, უკულტურობაა.

- უცხოელებს, რომლებიც აქ ჩამოდიან და ბიზნესს იწყებენ, საქართველოსთვის ცუდი არ უნდათ.

- სამსართულიან სუფრებზე გაჭირვებულების სადღეგრძელოს დალევა და მეორე დღეს ნახევარი სუფრის ნაგავში გადაყრა, არაადამიანური საქციელია.

- მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდება, ბავშვი აღარაა.

- ნაგვის ქუჩაში დაყრა არ შეიძლება. არც მანქანიდან გადაგდება. არც სადარბაზოებში მოშარდვა. ეს სიღორეა.

- რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი.

- რელიგიური მოტივებით პატარა ბეკეკასთვის ყელის გამოღადვრა ვანდალიზმია.

- არსებობს არა ორი, არამედ ერთი რუსეთი.

- ქართველობას არ გვართმევენ. არავის სჭირდება.

- თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია.

- მარხვაზე ყოფნა ხორცეულის არჭამას არ ნიშნავს.

- მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის.

- წინადადება – რა სექსუალური ხარ – კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა.

- ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ვინც საქმეს კარგად აკეთებს, დასაფასებელია.

- კაი ბიჭის დაც ადამიანია.

- თავისუფლება არა ლომთა, არამედ ადამიანთა ხვედრია.

2x2=4"

კახა ბენდუქიძე

ავტორი: ზმნა

02/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024