Logo

სასარგებლო რჩევები

ნალექიანი თუ ხსნადი? - რომელი ყავის დალევას გვირჩევს ექიმი ნატა გაგუა?

ნალექიანი თუ ხსნადი? - რომელი ყავის დალევას გვირჩევს ექიმი ნატა გაგუა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას იმის შესახებ, თუ რომელი სახეობის ყავის მიღებაა ჯანმრთელობისათვის უკეთესი და რომელი ტიპის ყავის ხშირად მიღებისგან ჯობს თავის შეკავება?

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა განმარტავს, რომ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს და რეცეპტიც ყველასათვის ინდივიდუალურია.

ნატა გაგუა:

გააჩნია, კონკრეტულად რას ველოდებით ყავისგან... თუ მინდა მეტი კოფეინი და ამ მხრივ მეტი სარგებელი მივიღო, უფრო ეფექტური არის ბერძნული ყავა, ნალექიანი, აი ის ყავა, ბათუმში რომ ქვიშაზე ამზადებენ.

ყავა

მაგრამ მეორე მხრივ, ვისაც სუსტი ნაღვლის ბუშტი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ლორწოვანი ვისაც ადვილად უღიზიანდება, ისინი უნდა იყონ ძალიან ფრთხილად და ნალექიანი ყავა ასეთ დროს უნდა მიღონ წყალთან ერთად. როდესაც ნაღვლის ბუშტი სუსტია ,ყავის ნალექმა

შეიძლება ნაღვლის ბუშტის შეტევაც კი გამოიწვიოს.

ასევე ძალიან ფრთხილად უნდა მიიღონ ნალექიანი ყავა მათ, ვისაც ნაღველში კენჭები აქვს, რადგან ყავა ნაღველმდენია და მას ზოგ შემთხვევაში კენჭის დაძვრაც კი შეუძლია.

ყავა

არ არის ასე, რომ ნალექიანი ყავა ცალსახად ცუდია ან ცალსახად კარგია. თუ გონივრულად გამოვიყენებთ, ის ჩვენ გვეხმარება, თუ არასწორად და დიდი რაოდენობით მივიღებთ, მან შეიძლება ბევრი თავსატეხი გამოიწვიოს.

გასათვალისწინებელია ყავის, როგორც შარდმდენის თვისებებიც. ყავა როგორც შარდმდენი ჰომეოპათიაში ყოველთვის აქტიურად გამოიყენებოდა. ძველად გერმანელი ჰომეოპათები ყავი ოყნასაც კი აკეთებდნენ.

ყავა

აპარატის ყავა შედარებით ზოგავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. თუ კარგი კაფსულებია და სწორად შერჩეული ყავა, ამ შემთხვევაში აპარატის ყავა უფრო თამამად შეიძლება მიიღოთ, ვიდრე ნალექიანი ყავა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ.

ავტორი: ზმნა

02/10/2026

ნალექიანი თუ ხსნადინატა გაგუარჩევებიყავა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024