Logo

კულტურა

"გურულ დღიურებს" ყოველდღე ვკითხულობო, მიეფერა და სტუმრად დაპატიჟა" - გიორგის სტუმრობა ნანისთან

"გურულ დღიურებს" ყოველდღე ვკითხულობო, მიეფერა და სტუმრად დაპატიჟა" - გიორგის სტუმრობა ნანისთან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიორგი კეკელიძე ნანი ბრეგვაძეს სტუმრობდა. აღმოაჩინა, რომ ლეგენდარულ მომღერალს, სასთუმალთან, "გურული დღიურები" უდევს და ხშირად კითხულობს.

ეკა მამალაძე "ზმნასთან" ამ შეხვედრაზე ჰყვება.

ეკა მამალაძე: ერთი კვირის წინ "ვეფხისტყაოსნის" სამზითვო ვერსიის პრეზენტაზიაზე გახლდით. გიორგი კეკელიძემ სიტყვა თქვა. ნანიმ მიეფერა, მიყვარხარ, მიყვარს შენი შემოქმედებაო და უთხრა, როგორ კითხულობს ყოველდღე "გურულ დღიურებს". ნანის მხედველობის გამო დიდხანს კითხვა უჭირს, თუმცა გიორგის წიგნის კითხვა სიამოვნებს... სტუმრადაც დაპატიჟა.

ნანი

გიორგი დღეს გვეწვია და მისი რამდენიმე წიგნი გვაჩუქა. სასიამოვნო დღე იყო. ვიფიქრე, კეკესთვის რა გაგვეგზავნა და ვინილის ახალი გამოცემა და წიგნი - "ნანი" ვაჩუქეთ. წიგნი და ვინილი ჩემი შვილის, გოგლიკო საყვარელიძის თაოსნობით გერმანიაში დაიბეჭდა. შემოქმედებითი ხელმძღვანელი ანდრო ვეკუაა, პროექტის თანავტორი და ლიტერატურული რედაქტორი - თამარ კვაჭაძე.

ვინილიზე ნანის ყველა ჰიტია შესული და ბოლო სიმღერა, რომელიც სახლში ჩავწერეთ, ბიძაჩემს - ივიკო საყვარელიძეს ეკუთვნის. მე და ნანი ვასრულებთ. წიგნში დედას მონათხრობების გარდა ჩართულია ჯანსუღ კახიძის, გიორგი ცაბაძის, მორის ფოცხიშვილის, რევაზ ლაღიძის, ელდარ შენგელაიას, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, შარლ აზნავურის, ბელა ახმადულინას და ნიკოლოზ რაჭველის წერილები...

დედაჩემს არაფერი არ მოსწონს, სულ შეწუხებულია, რა საჭირო იყო წიგნიო...

ნანი

გიორგი კეკელიძე "ზმნას" ექსკლუზიურად აწვდის ფოტოებს, რომელიც ლეგენადრული მომღერლის სახლში გადაიღო.

კეკელიძე

ფეისბუქზე კი წერს:

"თვეში ერთხელ მაინც ამბობდა ბაბუაჩემი, ამ სახლში ნანი ბრეგვაძეა ნაქეიფარიო. თვითონ კი არ დასწრებია იმ ქეიფს, ვისგანც იყიდა - იმან უთხრა. მაგრამ ისე ამბობდა, იმგვარი სიამაყით - საკუთარი ამბავი გეგონებოდა. ოზურგეთის სახლზე. სადაც გავიზარდე.

ჰოდა, ამასწინ შემხვდა საჯარო შეკრებაზე და მითხრა, შენი ,,გურული დღიურები" სასთუმალთან მიდევსო - მე კიდევ ბაბუაჩემი გამახსენდა და მთელი დღე მეღიმებოდა.

დამპატიჟა. დილით ვესტუმრე და სხვა დანარჩენი ჩემი წიგნი, რაც მოვიძიე, წავიღე და წამოვიღე კეკესთვის დიდებულ საჩუქარი - ფირფიტა მარად სამახსოვრო ავტოგრაფით."

კეკელიძე

ავტორი: თამარ გონგაძე

12/06/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024