Logo

ნანკა კალატოზიშვილი უცნობს სასამართლოში უჩივის

ნანკა კალატოზიშვილი უცნობს სასამართლოში უჩივის

02/23/2026

ტექსტის ზომა

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მომღერალსა და ტელეწამყვანს - გია გაჩეჩილაძეს, იგივე "უცნობს", ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივლებს.

ამის შესახებ ნანკა კალატოზიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„კაცი აცა-ბაცა, უცნობი განსაკუთრებული "სიყვარულით" არის ჩემ მიმართ განწყობილი და აუცილებლად შევხვდები სასამართლოში.

ახლა ახალი კანონი აქვთ მიღებული ცილისწამებაზე, პოსტებს და კომენტარებს დასდევენ სოციალურ ქსელებში და მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახლი კანონით, აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე მორალურ ზიანს მაყენებს.

იმედია, მოსამართლე არ იქნება მიკერძოებული და როგორც სხვა ქალბატონებზე ცდილობს სამართალი აღადგინოს, იმედია, ჩემს უფლებებსაც დაიცავს,“ - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026