საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"წავიდა ამერიკაში და წამალზე შეჯდა" - ხშირად გვესმის და ეს ტრაგედიაა.
ალექსი მეგრელიშვილმა თავის გადაცემაში - "უეჭველი ქაღთველია" ემიგრაციაში ნარკოდამოკიდებულებაზე სასაუბროდ ექიმი-ტოქსიკოლოგი მიიწვია.
ათი წელია ნათია ფურცხვანიძე ამერიკაში ცხოვრობს. ის იმ საგანგაშო რეალობასა და სტატისტიკაზე საუბრობს, რაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს "სჭირთ".
ექიმი-ტოქსიკოლოგი ნათია ფურცხვანიძე: ვმუშაობ "ფხიზელ სახლში", სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ვმკურნალობთ. მომართვიანობიდან 30 პროცენტი ქალია. ასაკობრივი სტატისტიკა შემაშფოთებელია. ემიგრაციაში მყოფი ქართველებიდან რეკავენ მშობლები, რომელთა შვილები - 12-დან 18 წლამდე მოზარდები ნარკოდამოკიდებულნი არიან. მეტწილად გოგონების მშობლები ითხოვენ დახმარებას. ბევრ ბავშვს უჭირს აქაურ სოციუმში ადაპტირება.
აქ ჩამოდიან უკვე დამოკიდებულები, პროგრამა გამოვლილები...
ბევრი ქართველია, რომელიც ბრუკლინში ბოლო სართულებზე - სახურავზე ან სანაპიროზე ცხოვრობს.
ეს იმხელა ტრაგედიებია და არა მხოლოდ კონკრეტულ ოჯახებში, არამედ - გლობალურად ქვეყნისთვის, რომ გული გეტკინება.
ვიტყოდი, რომ ნარკოდილერი ჩვეულევბრივი მკვლელია.
ახლა სხვა ნარკოტიკია "გასაღებაში", მდარე ხარისხის, რაც ნარკოფსიქოზს იწვევს, არაადეკვატური ხდება, ტელეფონზე არ პასუხობენ ოჯახის წევრებს.
უამრავი ადამიანისთვის გამიწევია დახმარება. ქუჩა-ქუჩა გვიძებნია ადამიანი. დაურეკავთ და მიახლოებით გვეუბნებიან უბანს. ვეძებთ, სახეზეც არ ვიცით, ვის ვეძებთ. ფოტოების მიხედვით გვიპოვნია ადამიანები.
ბევრს ბიპოლარული აშლილობა, ნარკოფსიქოზი აქვთ. გადატანილ შტორმებს მკურნალობა სჭირდება.
ვიცი, რომ ბევრი დაღუპულია. წინა კვირაში სამი ბიჭი გადაასვენეს. ბევრს ეძებენ... ზოგს საბუთიც არ აქვს. ფილადელფიაში წარმოუდგენელი ამბები ტრიალებს. მანქანებში ცხოვრობენ ქართველი ბიჭები, იაფფასიან ნარკოტიკს მოიხმარენ. მერე გვირეკავენ, დახმარებას გვთხოვენ - ქუჩაში ვიპოვეთ, ქართველია და რა ვუყოთო. მერე ჩვენ დეტოქსცენტრებში მოგვითავსებია.
სრული გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
07/09/2026