Logo

ტაბლოიდი

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი - ფრანგულ-ქართული სილამაზე Chanel-ის პოდიუმზე

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი - ფრანგულ-ქართული სილამაზე Chanel-ის პოდიუმზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მოდის სამყაროში ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე ხმაურიანი ისტორიები შემთხვევით იწყება. სწორედ ასე, შემთხვევით დაიწყო ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის ისტორიაც. გოგონა, რომელიც პარიზის ქუჩაში მოდის აგენტმა შემთხვევით შენიშნა, დღეს უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის სახლის, Chanel-ის პოდიუმზე დგას.

ნასტასია ლეგრან ბაბლუანი

ნასტასია ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილი და მსახიობ ოლგა ბაბლუანის ქალიშვილია.
უცხოური მოდის პლატფორმებისა და სააგენტოების ინფორმაციით, ნასტასიას კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზში ქუჩაში სეირნობის დროს ერთ-ერთმა სკაუტმა შეამჩნია.

მოდის ინდუსტრიაში ასეთი აღმოჩენები იშვიათი არ არის, თუმცა ყველა ახალბედას ასე არ უმართლებს.

ნასტასია ბაბლუანმა სულ რამდენიმე სეზონში შეძლო იმ ბრენდების ჩვენებებზე გამოსვლა, რომელთა პოდიუმზე მოხვედრაც, ათასობით მოდელის ოცნებაა.

ნასტასია ლეგრან ბაბლუანი

დღეს ნასტასია უკვე მონაწილეობს ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიცაა Chanel, Louis Vuitton, Chloé, Schiaparelli და ALAÏA.

ახალგაზრდა მოდელი განსაკუთრებით გამოირჩევა ბუნებრივი ვიზუალით, მშვიდი გამომეტყველებითა და იმ ფრანგული ესთეტიკით, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიო მოდაში ისევ აქტუალური გახდა.

მოდის მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ნასტასიას წარმატება მხოლოდ გარეგნობას არ უკავშირდება. ინდუსტრიაში მის მიმართ ინტერესს მისი იდენტობაც ქმნის. ქართველი რეჟისორის ოჯახი, ევროპული გარემო და განსხვავებული, არასტანდარტული ვიზუალი, რომელიც თანამედროვე მოდის მოთხოვნებს ზუსტად ერგება. სოციალურ ქსელებში მას უკვე მოიხსენებენ სიტყვებით- „French-Georgian beauty“...

ავტორი: ზმნა

05/14/2026