საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.
ნატა ვიბლიანის განცხადების საფუძველზე სარჩელი უკვე აღიძრა და საზოგადოება საქმის გამოძიებასა და რეალური დამნაშავეების დასჯას ელოდება.
ძირითადი კითხვები უცვლელია. რატომ გახდა პატარა ნატა და მისი ოჯახი მეზობლებისა და ნათესავების მხრიდან ძალადობისა და გარიყვის მსხვერპლი?
სვანეთში ნატას ბავშვობისა და მისი ოჯახის შესახებ საინტერესო, თუმცა ზოგჯერ ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიებს ჰყვებიან.
ნატას ბაბუის, ასტამარისა და მისი შვილის, გოჩას ტრაგიკულ ისტორიას ჰყვება სვანი ქალბატონი დალი გულედანი-ყარაულაშვილი.
"ისევ ნატა ვიბლიანზე უნდა ვისაუბრო...
ასტამარი ნატას ბაბუა იყო მედიატორი, ანუ მახვში, რომელიც გვარებს შორის უსიამოვნებას აგვარებდა და მისი სიტყვა კანონი ყოფილა. ჰოდა გურჩიანებსა და რომელიღაც გვარს შორის ყოფილა დავა, ასტამარმა გურჩიანები გაამტყუნა და დარჩნენ თურმე გურჩიანები ნაწყენები და განეწყნენ ასტამარის წინააღმდეგ, ამას დაემატა ის რომ ასტამარს შვილი არ ეყოლა და იშვილა ნატას მამა გოჩა, რომელიც ჩვილობიდან გაზარდა და საკუთარი გვარიც მისცა და მემკვიდრედ გამოაცხადა.
გოჩა კარგი ბიჭი გაიზარდა, ლამაზი, წარმოსადეგი, განეწყნენ მის წინააღმდეგ ჭუბერის მკვიდრნი, ასტამარის მიწები ვიღაც სხვა სისხლის უცხოს გვარის ნაშიერს რატომ უნდა დარჩესო და შურსა და ბოღმას აუვსია მათი გულები.
ასტამარი დიდი მიწების პატრონი ყოფილა და იმ მხარეში საუკეთესო სახლ-კარი ჰქონია, ისეთი დადეშქელიანების სასახლეს რომ არ ჩამოუვარდებოდა. გოჩა ნებიერად გაზრდილი ბიჭი ყოფილა, ქალი კოდორიდან ჩამოუყვანია, ულამაზესი მარინა. ეს ყველაფერი სვანების თავის ტკივილი გამხდარა და შურმა და ბოღმამ იქამდე მიიყვანა, რომ გოჩას ჩასისინებდნენ შენი ცოლი მეძაობსო, იცოდნენ თავმოყვარე ბიჭი ამას ვერ გაუძლებდა და ან ცოლს მოკლავდა და ან თავს მოიკლავდა. გოჩამ ცოლი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა და გულში ტყვია დაიხალა. ასტამარიც დარდისგან სვამდა და ისიც შეიწირა შურმა და ბოღმამ. უპატრონოდ დარჩენილი ოჯახი ხელში ჩაიგდეს და არც დედას ინდობდნენ და არც შვილებს. სანათესავო არაკაცებს წინ ვერ აღუდგა და გადაწყვიტეს სახელგატეხილი ოჯახი სოფლიდან გაეხიზნათ და 22000 ლარის სანაცვლოდ სოფელი დაატოვებინეს. დაეუფლნენ მათ მიწებს და დაინაწილეს მათი სახლ-კარი და მინდვრები.
ერთად-ერთი ადამიანი სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ლოლა, იბრძოდა ამ უსამართლობის და ამ დანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. ვერ აჯობა ჭაობს და ვერ მოერია გველების სოროს! ნათელში იყოს ლოლას სული. ამის შემდეგ ხმას როგორ იღებენ იმ ჯალათების ნათესავები?! ცოლები თუ რძლები?! სოლიდარობა ნატას! გამაგრდი!" - წერს დალი გულედანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
"პირველი ძალადობა ბოსელში იყო..." - ამბის დეტალები, რომელმაც მთელი საქართველოში შეძრა
07/20/2026