Logo

საზოგადოება

ნატა ვიბლიანის ადვოკატი ერთ უცნობ ფაქტს ასაჯაროვებს

ნატა ვიბლიანის ადვოკატი ერთ უცნობ ფაქტს ასაჯაროვებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნატა ვიბლიანის გახმაურებული საქმის გამოძიება აქტიურ ფაზაშია. მის ინეტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იცავს. მეორე მხარეს, სადაც რამდენიმე პირს შორის, რომლებიც ნატაზე ძალადობდნენ, ჯიმშერ ვიბლიანიც არის დასახელებული, ადვოკატის სკამს - მარიამ კუბლაშვილი იკავებს.

გაჟღერდა, რომ ნატა ვიბლიანი ჯიმშერის ოჯახიდან 50 ათას ევროს ითხოვდა. "ეს თანხა რისთვის მოვითხოვე, ეს ტარიელ კაკაბაძემ იცის, მაგრამ საჯაროდ არ ვიტყვი. მე ამ თანხით ერთი ადამიანის ცხოვრებას შევცვლი და თქვენს თვალწინ გადავცემ ამ თანხას" - აცხადებს ნატა თამუნა მუსერიძის გადაცემაში და კუბლაშვილის მისამართით დასძენს: ფულის გამო ასეთი კაცების დაცვა, სირცხვილია. მსოფლიოს ქალები მხარს მიჭერენ, ამ დროს ქალი ადვოკატი გამოდის და იცავს დამნაშავეს."

თამუნას გადაცემაში სტუმრობისას ტარიელ კაკაბაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს უსასყიდლოდ.

გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს

ტარიელ კაკაბაძე: მე მჯერა, რომ ნატა ნამდვილად გააუპატიურეს, მე მჯერა, რომ ის გააუპატიურეს მაშინ, როდესაც იყო მცირეწლოვანი. გააუპატიურეს არაერთგზის და ბუნებრივია, ამის გამოძიება ჩემი კაცური და მორალური ვალდებულებაა.

შეურაცხყოფად მივიღებ, ვინმემ რომ ამ საქმეში ჰონორარი შემომთავაზოს. ამ საქმეს მე უსასყიდლოდ ვიძიებ. ადვოკატის პროფესია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სიკეთე ვაკეთოთ უანგაროდ. ჩვენი პროფესია ღირსეული და გამორჩეულია იმ კუთხით, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება, თავად ვირჩევთ, ვინ დავიცვათ და ვინ - არა. ბევრს ჰგონია, რომ ადვოკატი ვალდებულია ყველა დაიცვას. ეს ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ საქმეში ჩართვაზე უარი ვთქვათ ან ვთქვათ, მე ამ საქმეში ჩავერთვები, თუნდაც უფასოდ. როცა სწორ მხარეს დგახარ თუნდაც ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვარ, როდესაც ათეულობით წელია გასული, ეს უდიდესი ბედნიერებაა.

- მეორე მხარეს ერთ-ერთი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილია. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?

- მე ყველა ჩემ კოლეგას პატივს ვცემ, მათ შორის, მარიამ კუბლაშვილს. როდესაც ის სამართლებრივ პოლემიკაში შემოვა, მე მაინტერესებს, რა არგუმენტი ექნება მოწინააღმდეგე მხარეს. ადვოკატი ყველას უნდა ჰყავდეს, მთავარი კი ისაა, რომ საბოლოოდ სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. მე, რომელიც არასდროს, არავის არაფრის გარანტიას არ ვაძლევ, ახლა ცალსახად ვამბობ, ეს არის საქმე, რომელზეც სამართალმა უნდა იზეიმოს. ნატა ვიბლიანის გაუპატიურებაში მხილებულნი ვერ გადაურჩებიან უმკაცრეს სასჯელს.

- ეს საქმე ხანდაზმულია?

- ეს საქმე ხანდაზმული არ არის. ამის გამო მართლმსაჯულებას ვერავინ გადაურჩება. კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად დადგება შესაბამისი განაჩენი.

ჩვენი მოთხოვნაა ნატა ვიბლიანი დაზარალებულად იყოს აღიარებული. ეს იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ სამართლიანობამ იზეიმოს.

ყველაზე მეტად სვანები ითხოვენ, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს. ამიტომ ჩემი მოთხოვნაა, სწრაფი და ეფექტური გამოძიება. არანაირი შურისძიება და მსგავსი ქმედებები. ამიტომ მოვუწოდე გამოძიებას, რომ ეფექტურად იმუშაონ.

ერთი უცნობი ფაქტი: 90-იანებში ნატა ვიბლიანის დედას საჩივარი აქვს პოლიციაში შეტანილი - გაუპატიურების მუხლით ის ითხოვდა გამოძიების დაწყებას და დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას. ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავეც იყო დასახელებული, მაგრამ პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ფაქტობრივად საქმის გამოძიება არ მოხდა. პოლიციის გულგრილობამ გამოიწვია ის, რომ ნატას მიმართ, სხვადასხვა უმძიმესი ფორმით, დანაშაულებრივი მოქმედებების ჩადენა გრძელდებოდა.

ვრცლად

ავტორი: ზმნა

07/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024