Logo

"ნათელი დაადგეს შენს ლამაზ სულს, ჩვენო მზეჭაბუკო" - მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

"ნათელი დაადგეს შენს ლამაზ სულს, ჩვენო მზეჭაბუკო" - მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

02/22/2026

ტექსტის ზომა

რაგბის კლუბი "ლელო" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ლუკა კურტანიძე.

"ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.

ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა "ლელოს" ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.

ვუთანაგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო.

ლელოს ოჯახი გლოვობს…
ღმერთს ებარებოდე ლუკა" - წერია კლუბის ფეისბუქგვერდზე.

***

როგორც კომენტარებში წერია, ლუკას გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე აღმოჩნდა.

"ნათელი დაადგეს შენს ლამაზ სულს, ჩვენო მზეჭაბუკო. მართალი უთქვამთ, ღმერთს კარგი უნდაო. შენი გაღიმებილი თვალები არასდროს დაგვავიწყდება. ძალიან დიდი ტკივილი ხარ ყველასთვის. უფალმა გამძლეობა მისცეს შენს მშობლებს, შენს ნათესავებს, შენს მეგობრებს."

ლუკა კურტანიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026