საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის საქმე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.
განხილვის თემაა საქმის ყველა ფიგურანტი, მათი ადვოკატები, პოზიციები და საქმესთან დაკავშირებული წვრილმანები.
საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა ერთ-ერთ ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის მიერ ადვოკატად მარიამ კუბლაშვილის გამოცხადებას.
კუბლაშვილს თავად ნატა ვიბლიანიც გამოეხმაურა და ქალური სოლიდარობისაკენ მოუწოდა.
სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ მომხმარებლები, რომლებმაც მარიამ კუბლაშვილს, მისი ერთ-ერთ გახმაურებული საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის ინტერესებს დაცვის ისტორია შეახსენეს და მალხაზ მაჩალიკაშვილის ღალატში დაადანაშაულეს.
გავრცელებულ ინფორმაციას თავად თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა და საზოგადოებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
"უბრალოდ ვალდებული ვარ ამ თემას შევეხო. ეს არის ერმილე ნემსაძის იმ ვიდეომიმართვის პასუხი, ის სადაც ითხოვს, ჩემს გამოხმაურებას ამ საქმეზე.
საქმე ეხება ჩემი ვაჟის თემირლანის მკვლელობას და იმას, ვინ როგორ დაიცვა და ვინ რა გააკეთა საქართველოდან სტრასბურგამდე.
აქ საუბარია, თითქოს მარიამ კუბლაშვილი ადვოკატის სტატუსით იყო სუსის მიერ მოგზავნილი. თითქოს მარიამი კუბლაშვილი არ არის ქართველი. ამ საუბარში მარიამ კუბლაშვილის დედა მზია კუბლაშვილი-მაჩალიკაშვილი, ნახსენებია როგორც მაყა ტერლოევი.
მე პატივცემულ ნემსაძეს პატივს ვცემ და ვაფასებ, მაგრამ რაც დაიწერა და ითქვა მისი პირით, ამას ვერ მოვიწონებ, იმიტომ, რომ სრული აბსურდი და ტყუილია. მარიამ კუბლაშვილი მოგზავნილი აგენტი არ ყოფილა. იმ შეურაცხყოფას მზია მაჩალიკაშვილის მისამართით, ნამდვილად ვერ მოვიწონებ.
თქვენ ყველანი კარგად მიცნობთ და მოვითხოვ იგივე პატივისცემას, რა პატივისცემითაც მე გეპყრობით.
დიახ, ნატო ვიბლიანის საქმე, ძალიან გახმაურებული საქმეა. იმ საქმის დამნაშავის დაცვას, არც მარიამისგან მივიჩნევ სწორ საქციელად.
და ბოლოს, თემირლანის საქმე იმდენმა ადამიანმა გამოიყენა, ზოგმა რა ფორმით ,ზოგმაც რა ფორმით.
ყველაფერი ვიცი, ვინ რამდენი ჭამა, ვინ რამდენი მიქარა.
კიდე ვადგენ, კიდე ვმუშაობ, კიდე გამოძიების რეჟიმში ვარ.
მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ნებისმიერმა გარე პირმა. უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, ნატო ვიბლიანის საქმესთან , თემირლანის საქმეს ნუ ახსენებთ, ეს სხვადასხვა დანაშაულია ორივე კი მძიმე დანაშაული და გამოსაძიებელი.
ჩემი სოლიდარობა ნატო ვიბლიანს," - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
07/30/2026