Logo

საზოგადოება

"ნატოების" ისტორია დამთავრდა…" - ნატო გელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"ნატოების" ისტორია დამთავრდა…" - ნატო გელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნატო გელაშვილმა მეგობარი დაკარგა. ავტორ-შემსრულებელი, ამ სამწუხარო ინფორმაციას, ფეისბუქგვერდზე ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს:

"არსებობს ცხოვრებაში ადამიანი, ვისაც ცხოვრება გჩუქნის და რომელიც ერთგულად მოგყვება ჭირსა თუ ლხინში… დარსა თუ ავდარში…

მე ძალიან მაგარი მეგობარი მყავდა… ჩემი ნატო სახეჩიძე; ჩემი გიორგის ნათლია, ჩემი გულის წამალი, გაჭირვების ტალკვესი, მუდამ ღიმილიანი და ლამაზი.

ნატო გელაშვილი

30 წელი არც ისე ცოტაა, რომ ხელჩაჭიდებულ მეგობარს ხელი გაუშვა… არც სიტყვა მოიძებნება, რომელსაც დღევანდელ მდგომარეობას მიუსადაგებ…
ნათელი შენს ლამაზ სულს, ჩემო ნატალია.

“ნატოების” ისტორია დამთავრდა… გავაგრძელებ ერთი ნატო ისე, როგორც შევძლებ…

შეხვედრამდე."

ნატო გელაშვილი

ავტორი: ზმნა

06/08/2026