Logo

კულტურა

ნაცნობ-უცნობი ფაქტები მერილინ მონროს ცხოვრებიდან

ნაცნობ-უცნობი ფაქტები მერილინ მონროს ცხოვრებიდან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მერილინ მონრო 100 წლის გახდებოდა...

1926 წლის 1 ივნისს ლოს-ანჯელესში დაიბადა. თუმცა მისი სახელი და გვარი, ჯერ ნორმა ჯინ მორტენსონი, მოგვიანებით კი, ნორმა ჯინ ბეიკერი გახლდათ.

მომავალი ვარსკვლავის ბავშვობა ტრაგიკული იყო. დედას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ნორმამ ბავშვობის დიდი ნაწილი ბავშვთა სახლებში გაატარა. ხან სად ცხოვრობდა, ხან - სად. მუდმივად საფრთხის ქვეშ. უსიყვარულოდ... 16 წლის ასაკში პირველად გათხოვდა. ისიც იმიტომ, რომ კვლავ ბავშვთა სახლში არ დაბრუნებულიყო.

მერილინ მონრო

მსოფლიო ომის დროს ის სამხედრო ქარხანაში მუშაობდა, სადაც ფოტოგრაფმა შენიშნა. სწორედ მოდელობით დაიწყო მისი კარიერა. 1946 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Fox-ის სტუდიასთან და კინოსტუდიის მოთხოვნით, მიიღო სახელი „მერილინ მონრო“.

მერილინ მონრო

მოგვიანებით ის იტყვის, მერილინიც ერთგვარი პერსონაჟი იყო, რომლის როლსაც ის ასრულებდა.

1950-იანი წლების დასაწყისში ის უკვე ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქცა.

მერილინ მონრო

ვარსკვალვის დედამ ცხოვრების დიდი ნაწილი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა და მონროც იმას შიშობდა, რომ იგივე ბედს გაიზიარებდა...

მონროს ერთი მეგობარი, შელი უინტერსი მოგონებებში წერს: "მე და მერილინმა, როცა ერთად ვცხოვრობდით, შევადგინეთ სია, ვისთან დავწვებოდით გართობის მიზნით. მის სიაში 50 წლამდე არავინ იყო. სულ უფროსები ეწერა. მე მყავდა ლორენს ოლივიე, ეროლ ფლინი - იმ დროის ყველა სიმპათიური მსახიობი და რეჟისორი. სიკვდილამდე არასდროს მომიწია მისთვის მეკითხა, რას მიაღწია ამ სიიდან, რომელშიც ალბერტ აინშტაინიც კი იყო ჩაწერილი. მხოლოდ მონროს გარდაცვალების შემდეგ შევნიშნე, რომ მის თეთრ ფორტეპიანოზე, ვერცხლის ჩარჩოში ჩასმული ალბერტის ავტოგრაფიანი სურათი იდო“.

ალბერტ აინშტაინი

მსახიობის მომავალ ქმარს, სცენარისტ არტურ მილერს კომუნისტებთან კავშირში სდებდნენ ბრალს. თუმცა მონრომ თავისი კარიერა გარისკა და საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭირა ბოლომდე, რითიც მილერი ციხეს გადაარჩინა.

მერილინ მონრომერილინ მონრო

მონროს ჰყავდა ძაღლი სახელად მაფია. ოთხფეხა მეგობარი მას ფრენკ სინატრამ აჩუქა. ამ მალტური ტერიერის ორი პოლაროიდის ფოტო, 1999 წელს, Christie's-ის აუქციონზე 220 000 დოლარზე მეტ ფასად გაიყიდა.

1960 წლის ზამთარში მერილინი ნიუ-იორკში ცხოვრობდა: მისი ქორწინება არტურ მილერთან ფინალს უახლოვდებოდა. საბოლოოდ კი, ჯონ კენედის ინაუგურაციის დღეს, 1961 წლის იანვარში, დაშორდა. თვრამეტი თვის შემდეგ, 1962 წლის აგვისტოში, მერილინი 36 წლის ასაკში, ბარბიტურატების (ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო ნივთიერებათა ჯგუფი; ძილის მომგვრელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედების პრეპარატები) დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.

მერილინ მონრო

ამასობაში, იმისდა მიხედვით, თუ ვის წაიკითხავთ, მას რომანი ჰქონდა პრეზიდენტ კენედისთან - და მის ძმასთან, ბობისთან; ან სინატრასთან; ან განგსტერ სემ ჯანკანასთან; ან თუნდაც, ჭორებისადმი თქვენი მიდრეკილების მიხედვით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან.

მერილინ მონრო

არტურ მილერთან გაშორების შემდეგ, მერილინ მონრო ფსიქიატრის მეთვალყურეობით ინსომნიასა და შფოთვას ებრძოდა. მან ფსიქოანალიზი გაიარა და 1961 წლის დასაწყისში ნიუ-იორკის პეინ უიტნის კლინიკაში, იძულებითი ჰოსპიტალიზაციის შედეგად, ტრავმა მიიღო; მან ნიუ-იორკი დატოვა და ლოს-ანჯელესში მოკრძალებული ჰასიენდა იყიდა, რომლის მოსაწყობადაც მექსიკაში გაემგზავრა.

მერილინ მონრო

ის პიტერ ლოუფორდის სანაპიროზე მდებარე სახლში გამართულ წვეულებებს დაესწრო და თავის ბოლო ფილმზე, „რაღაც უნდა გადავიდეს“, მუშაობა დაიწყო, საიდანაც გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გაათავისუფლეს.

მონრო ხუმრობდა, „ძაღლები არასდროს მკბენენ. მხოლოდ ადამიანები“.

მონრო

გარდაცვალებამდე ქონების 25%, ანდერძით, თავის ფსიქიატრს, მერილინ კრისს დაუტოვა, რათა თავისი სამედიცინო საქმის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა.

როცა მერილინ მონრო გარდაიცვალა, მისი სახლის ბიბლიოთეკაში ოთხასამდე წიგნი იყო. მათ შორის, ჯეიმს ჯოისის "ულისე" და ფიოდორ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი".

მერილინ მონრო

ჯო დიმაჯოს, მერილინ მონროს მეორე ქმარს, ქალის საფლავზე 20 წლის განმავლობაში ვარდები მიჰქონდა. მანვე დაგეგმა მსახიობის გასვენების ცერემონია, სადაც არ დაუშვა მონროს პროდიუსერები და სხვა ხელმძღვანელები, რადგან ფიქრობდა, რომ სწორედ მათ მიიყვანეს მერილინი ამ მდგომარეობამდე...

მერილინ მონრო

რიცხვებსაც მიაქციეთ ყურადღება - 1926-1962 წლები... გარდაიცვალა 36 წლის ასაკში...

ავტორი: ზმნა

06/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024