ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლაურა რეხვიაშვილს შვილიშვილი შეეძინა. ამ სასიხარულო სიახლეს მსახიობი ფეისბუქზე წერს.
"ᲛᲔᲦᲘᲠᲡᲐ! ᲓᲦᲔᲡ ᲑᲔᲑᲘᲐ ᲒᲐᲕᲮᲓᲘ! ᲓᲐᲘᲑᲐᲓᲐ ᲗᲝᲛᲐ ᲛᲐᲗᲔᲡ ᲫᲔ ᲜᲐᲪᲕᲚᲘᲨᲕᲘᲚᲘ, ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲐᲡ ᲒᲐᲣᲛᲐᲠᲯᲝᲡ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ!"
მსახიობ ლაურა რეხვიაშვილს და რეჟისორ დავით ნაცვლიშვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავთ, მათე ნაცვლიშვილი. თომა კი, მათი პირველი შვილიშვილია.
მათე ნაცვლიშვილი და მარიამ წერეთელი უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულნი არიან, თუმცა შვილის გაჩენას არ ჩქარობდნენ.
ხელოვანი მშობლებისგან განსხვავებით, მათემ ფინანსური სფერო აირჩია. მარიამ წერეთელს სამედიცინო განათლება აქვს.
"მითქვამს და სულ გავიმეორებ, ჩემი მათე ისეთია, როგორიც ვიოცნებე. ამისთვის პირველ რიგში მადლობა უფალს, მერე მამამისს - დავით ნაცვლიშვილს და მერე მათეს" - ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.



ნანატრ შვილიშვილთან დაკავშირებით, ემოციებს, ლაურა რეხვიაშვილი "ზმნასთან" გაკეთებულ პირველ კომენტარში გვიზიარებს.
ლაურა რეხვიაშვილი: ჩვენთან ერთად მოლოდინში მყოფ ხალხს, ჩემი შვილის მეგობრებს ვთხოვე, როცა გავიგებ, რომ დაიბადა, ვინმემ ჩემი სახე დააფიქსირეთ. მაინტერესებს, როგორი მექნება შეფასება-მეთქი. არ ვიცოდი, რა ერქვა ჩემს მდგომარეობას. იქნებ იმ ფოტოთი მივხვდე, ჩემთვის რა არის ეს. ფოტო ჯერ არ უჩვენებიათ. მაგრამ ნელ-ნელა ტვინი ლაგდება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე ლაურა აღარ ვარ. არც ლაო ვარ. მე დღეიდან ბები ვარ! ბები, ბებო, ბება... ვიცი, ბების დამიძახებს.
დღეს თომასთან ერთად ბებიდ დავიბადე.
04/30/2026