Logo

"ნელთბილი წყალი არ წვავს ცხიმს" - წონის კლებისა და ჯანსაღი ცხოვრების მენტორი

"ნელთბილი წყალი  არ წვავს ცხიმს" - წონის კლებისა და ჯანსაღი ცხოვრების მენტორი

01/30/2026

ტექსტის ზომა

ის, რომ წყალი ჩვენი ორგანიზმისათვის შეუცვლელი პროდუქტია და მისი მიღება ორგანიზმისათვის აუცილებელია, ყველასათვის ერთნაირად გასაგები და მისაღები თეორიაა. თუმცა აზრები იყოფა მაშინ, როცა წყლის რაოდენობასა და მიღების დროზე ვიწყებთ ლაპარაკს.

ექიმებისა და ნუტრიციოლოგების ერთი ნაწილი წონის დაკლების მსურველებს წყლის უზმოზე დალევას ურჩევს. არიან ისეთებიც, წყლის დალევას მხოლოდ მაშინ რომ თვლიან საჭიროდ, როცა ადამიანი წყურვილს გრძნობს.

წყალი

წყალს უზმოზეც და დღის განმავლობაშიც, ადამიანის ორგანიზმისათვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს, თუმცა რამდენად შეუძლია დილით წყლის მიღებას ნივთიერებათა ცვლაზე გავლების მოხდენა და წონის კორექცია, ამასთან დაკავშირებით წონის კლების და ჯანსაღი ცხოვრების მენტორი მარიამ სალდაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დილით უზმოზე ნელთბილი წყლის დალევა ეხმარება ორგანიზმს ჰიდრატაციის აღდგენაში, ნაზად ააქტიურებს მონელებას და ბევრ ადამიანს უმსუბუქებს შებერილობას.

წყალი

მნიშვნელოვანია იცოდე:

ნელთბილი წყალი არ აკეთებს დეტოქსს და არ წვავს ცხიმს.

დეტოქსს ჩვენს ორგანიზმში ღვიძლი და თირკმლები აკეთებს.

თუ ამ ჩვევას 30 დღის განმავლობაში შეინარჩუნებ, ხშირად აღინიშნება:

  • უკეთესი მონელება
  • ნაკლები შებერილობა
  • უკეთესი ჰიდრატაცია
  • საერთო თვითშეგრძნების გაუმჯობესება

წყლის დალევის მარტივი ჩვევა, რეალური მხარდაჭერაა ორგანიზმისთვის,“ - წერს მარიამ სალდაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კვების მენტორირჩევებიწონის კლებაწყალი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026