Logo

საზოგადოება

"ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო"- ბრალდებული ნიკა კაპანაძის დედა

"ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო"- ბრალდებული ნიკა კაპანაძის დედა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

42 წლის ნიკა კაპანაძე, რომელსაც 17 წლის ბიჭის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის დაჭრაში ედება ბრალი, საკუთარ სასტუმროში სპეცრაზმმა აიყვანა.

ნიკა კაპანაძის დედა, დოდო ოდიშარია ჰყვება, რომ მისი შვილი, სასტუმროს მესამე სართულზე, ოთახში შეიარაღებული იყო ჩაკეტილი და კარს არავის უღებდა. როგორც დოდო ოდიშარიამ "პირველებს" უთხრა, მან სპეცრაზმს შვილთან დალაპარაკება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

"სპეცრაზმს ვუთხარი, მე მიმიშვით, ერთი უკვე მკვდარია, არ მინდა თქვენ რომ დაიხოცოთ, მე მესროლოს-მეთქი, მათ გამაჩერეს, არაო. ამ დროს ნიკა მესამე სართულზე იყო.
ნეტავ ის ბავშვი არ მომკვდარიყო, ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო, - ამბობს დოდო ოდიშარია.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

ავტორი: ზმნა

07/23/2026