Logo

"ნეტა, როგორი ხარ ახლა, დეე..." - ერთი წლის წინ დაკარგული მოზარდის დედა, იუბილარ შვილს მიმართავს

"ნეტა, როგორი ხარ ახლა, დეე..." - ერთი წლის წინ დაკარგული მოზარდის დედა, იუბილარ შვილს მიმართავს

02/04/2026

ტექსტის ზომა

ბათუმში, 2025 წლის 16 იანვარს დაკარგული მოზარდი - ალექსანდრე მიქელაძე 16 წლის გახდა. შვილს, ფეისბუქის მეშვეობით, დაბადების დღე ულოცავს დედა.

"ალექს, დეე, ჩემო უკიდეგანო მონატრება... ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე.

გილოცავ შენ დღეს, ჩემო სიამაყე! ნეტა როგორი ხარ ახლა, დეე...

რომ იცოდე, დეე, როგორ მინდა, დავიძინო და მხოლოდ მაშინ გამეღვიძოს, როცა ისევ 3 ცალს ერთად გიხილავთ...

უფალს და დედა ღვთისას ვევედრები, რომ დაგიცვან, დაგიფარონ და გაგინათონ ჩემსკენ სავალი გზა..." - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026