Logo

"ბატონო ლევან, ისე უნდა გამოვიპრანჭო და გამოვკეკლუცდე, რომ ის შიში გაგიქარწყლოთ" - რას იხსენებს მარინე ძაგნიძე ლევან ვარშალომიძეზე

"ბატონო ლევან, ისე უნდა გამოვიპრანჭო და გამოვკეკლუცდე, რომ ის შიში გაგიქარწყლოთ" - რას იხსენებს მარინე ძაგნიძე ლევან ვარშალომიძეზე

12/26/2025

ტექსტის ზომა

ექიმი მარინე ძაგნიძე ლევან ვარშალომიძესთან დაკავშირებულ ერთ ფაქტს იხსენებს. აი, რას წერს ფეიბუქზე ექიმი.

"ეს ამბავი არ მომიყოლია თქვენთვის, ბატონ ლევან ვარშალომიძეს ეხება. თბილისში რომ ვიყავი, ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობის ნიშნად, მცირედი თანხა გადავუგზავნე. მერე ოპერაცია გავიკეთე გალაქტიონ მახვილაძესთან პირის ღრუში, ჰოდა, ვარ თავ-პირ გასიებული და ჩალურჯებული და ამ დროს ზარი შემოდის მესენჯერში... ლევან ვარშალომიძე რეკავდა. დავიბენი, არ ველოდი. რა თქმა უნდა, ვუპასუხე. ლევანს სურდა პირადად დამლაპარაკებოდა, მადლობა გადაეხადა სოლიდარობისთვის.

რა დღეში ჩავვარდი, ჩემი საცოდაობით დაიწვებოდით: ვბლუკუნებ, ვბურტყუნებ, თავ-ყბა ახვეული მაქვს, ენას პირში ვერ ვატრიალებ. მინდა კაცს წესიერად დაველაპარაკო და მადლობა ვუთხრა და ვერ ვახერხებ. ამ ჩემს თავს ვუყურებ მესენჯერში და ვიწვი სირცხვილით...

ნეტავ, კიდეც თუ მეღირსება, რომ გნახოთ, ბატონო ლევან, ისე გამოვიპრანჭო და გამოვკეკლუცდე, რომ ის შიში გაგიქარწყლოთ, რაც ჩემი დანახვის და "საუბრის" მერე დაგრჩათ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026