Logo

ჯანმრთელობა

ნევროზი თუ ფსიქოზი? - როგორ ამოვიცნოთ ორი განსხვავებული მდგომარეობა?

ნევროზი თუ ფსიქოზი? - როგორ ამოვიცნოთ ორი განსხვავებული მდგომარეობა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე სამყაროს სწრაფი ტემპი, ყოველდღიური სტრესი და ემოციური გადატვირთვა ხშირად ხდება სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემის მიზეზი. საზოგადოებაში ტერმინებს „ნევროზი“ და „ფსიქოზი“ ხშირად არასწორად იყენებენ და სინონიმებად მიიჩნევენ. თუმცა რეალობა განსხვავებულია.

ნევროზი და ფსიქოზი

როგორ გავიგოთ, სად გადის ზღვარი ნევროზსა და ფსიქოზს შორის, რით განსხვავდება ეს ორი მდგომარეობა და რატომ არის გადამწყვეტი სპეციალისტის ჩართულობა?
ფსიქოთერაპევტი ნანა მამულაშვილი განმარტავს:

"ნევროზი და ფსიქოზი - ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა. რაც ძირითადად რეალობის აღქმასა და თვითკრიტიკაში გამოიხატება.

ხშირად ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთში ერევათ, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
ნევროზის დროს ადამიანი აბსოლუტურად სრულფასოვნად აღიქვამს მთელ თავის შინაგან მდგომარეობას, განცდებს და შეგრძნებებს და აქვს აბსოლუტური კრიტიკა საკუთარი მდგომარეობის მიმართ.

ადამიანი აცნობიერებს საკუთარ შფოთვას, შიშებს, აკვიატებულ ფიქრებსა და ემოციურ სირთულეებს. რეალობის აღქმა შენარჩუნებულია, თუმცა შინაგანი დისკომფორტი ძლიერია.

ფსიქოზი და ნევროზი


ფსიქოზის დროს ადამიანებს უჭირთ საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება და შესაბამისად, ძალიან ხშირად, არა აქვთ კრიტიკა საკუთარი მდგომარეობის მიმართ.
ამ დროს შეიძლება დაირღვეს რეალობის აღქმა. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ჰალუცინაციები, მცდარი რწმენები ან გაუჭირდეს რეალურისა და წარმოსახულის ერთმანეთისგან გარჩევა.


ორივე მდგომარეობა საჭიროებს პროფესიონალურ ყურადღებასა და დროულ რეაგირებას. თუმცა, ვინაიდან მათი გამომწვევი მიზეზები, მიმდინარეობა და მკურნალობის მეთოდები აბსოლუტურად განსხვავებულია, თვითმკურნალობა ან არასწორი მიმართულებით წასვლა პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს.
საჭიროა ამ მდგომარეობის სწორად დიაგნოსტირება და შესაბამისი სპეციალისტის დახმარება," - განმარტავს ნანა მამულაშვილი.

ავტორი: ზმნა

06/26/2026

ნანა მამულაშვილინევროზიფსიქოზიფსიქოტერაპევტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024