Logo

ჯანმრთელობა

ნევროზის გამომწვევი ფსიქო-ემოციური მიზეზები

ნევროზის გამომწვევი ფსიქო-ემოციური მიზეზები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„ნევროზი“- არაკლინიკური ტერმინია, რომელიც აღწერს ფსიქიკური აშლილობების სპექტრს და იწვევს მნიშვნელოვან შფოთვას ან მძიმე ემოციურ სიმპტომებს.

რა ფსიქო-ემოციური და ფიზიოლოგიური ფაქტორები ხდება ძირითადად ნევროზის გამომწვევი და რისი გათვალსიწინებაა საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმი ზედმეტი სტრესისაგან დავიცვათ?

გაგიზიარებთ ექიმი ფსიქო-ბიოენერგოთერაპევტის თინათინ მაჩაიძის რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს.

„ნევროზს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არა აქვს. ჩვეულებრივ, ის სხვადასხვა ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიოლოგიური ფაქტორის ერთობლიობით ვითარდება.

ფსიქო-ემოციურ დონეზე ყველაზე გავრცელებული გამომწვებებია:

1. ქრონიკული სტრესი

დაძაბული ურთიერთობები, ფინანსური პრობლემები, სამსახურში გადატვირთული ან სტრესული გარემო, მუდმივი შიში და დაძაბულობა.

ნევროზი

სტრესი ნელ-ნელა თრგუნავს გონებას და იწყებს ზედმეტ რეაგირებას პატარა მოვლენებზეც კი.

2. გადატვირთული ნერვული სისტემა

ძილის დარღვევა, მუდმივი დაღლილობა, ზედმეტი ემოციები – როდესაც ორგანიზმი ვეღარ ასწრებს დამშვიდებას, ნერვული სისტემა იწყებს “დაზიანებას”

3. დაუმუშავებელი ემოციები

როდესაც გროვდება:

  • წყენა
  • შიში
  • ბრაზი
  • სინანული
  • გადატვირთული პასუხისმგებლობა.

ნევროზი

ამ ემოციებს როცა არ/ვერ ვუშვებთ, უპირველესად ნერვული სისტემა რეაგირებს.

5.ტრავმები და ფსიქოლოგიური წნეხი

ბავშვობის ტრავმები, კრიტიკა, შეურაცხყოფა, განშორება, ურთიერთობაში რთული გამოცდილებები – ქმნის „ფონურ შიშს“, რომელიც შემდეგ ნევროზად ყალიბდება.

6. პერფექციონიზმი და ზედმეტი თვითკონტროლი

ყველაფრის სრულყოფილად გაკეთების მოთხოვნა საკუთარი თავისა და სხვის მიმართ, შეცდომების დაშვების შიში, ზედმეტი პასუხისმგებლობა → ნერვული გადაღლა.

7. ქრონიკული შიში და მოლოდინის სტრესი

“რა იქნება?”, “თუ ვერ შევძლებ?”, “თუ უარს მეტყვიან?” და ა. შ. – ასეთ ფონს მუდმივი შიდა დაძაბულობით ორგანიზმი მიჰყავს ნევროზამდეც.

ძირითადი ნიშნები, რომ ნევროზი ვითარდება

  • უეცარი შიში ან პანიკა
  • გულის რევა, თავბრუსხვევა
  • კიდურების დაჭიმულობა
  • ტვინის გადაღლა
  • უძილობა
  • მოუსვენრობა
  • მარტო ყოფნის სურვილი
  • ყველა ნიუანსის გაფილტვრა, ზედმეტი ფიქრი, აკვიატება.
  • ინტერესის დაკარგვა
  • საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებით დაღლა და სხვა.

თუ ყურადღებას მიაქცევთ თქვენი ორგანიზმიდან წამოსულ შეტყობინებას, თქვენ შეძლებთ ნერვული სისტემის გადაღლის ადრეულ ნიშნების აღმოჩენას და დაიცავთ თავს შემდგომი გართულებისგან,“ - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

01/21/2026

ბიოენერგოთერაპევტინევროზიფსიქოემოციური
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024