Logo

"ნია იმნაძის მოყვანა ჩემთან უნდოდათ ფსიქოლოგიურ სეანსზე" - გიორგი ჩოგოვაძე

"ნია იმნაძის მოყვანა ჩემთან უნდოდათ ფსიქოლოგიურ სეანსზე" - გიორგი ჩოგოვაძე

08/06/2026

ტექსტის ზომა

გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტი არასრულწლოვანების, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე.

გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლებმა მას მოზარდისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

"სრული მხარდაჭერა გიგა ავალიანის ოჯახს!

ახალგაზრდა ბიჭს სიცოცხლე რომ მოუსპეს, იქ სამართლიანობა უნდა აღდგეს.

ერთი საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ, რაც აქამდე არ მითქვამს.


ნია იმნაძის მოყვანა ჩემთან უნდოდათ ფსიქოლოგიურ სეანსზე, თუმცა ფულს არასდროს ვეტანები და ეკა კუპატაძის გვერდით დავდექი," - წერს გიორგი ჩოგოვაძე.

შეგახსენებთ, გუშინ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტი ნია იმნაძე, საკუთარ სახლში მშობლებისა და ადვოკატის თანდასწრებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე “ლ” ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ავალიანის საქმეგიორგი ჩოგოვაძენია იმნაძეფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026