Logo

"ნიას დედას რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს" - ეკა კუპატაძის პირველი კომენტარი ნია იმნაძის დაკავების შემდეგ

"ნიას დედას რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს" - ეკა კუპატაძის პირველი კომენტარი ნია იმნაძის დაკავების შემდეგ

08/05/2026

ტექსტის ზომა


გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა გიგა ავალიანის დედამ ეკატერინე კუპატაძემ.

„წარმოუდგენლად ცუდად ვარ... ჩემი აზრით ანასტასია ბერუაშვილსაც დაიჭერენ... გიგას უშუალო მკვლელებთან სხვას არავის ველოდი ნიას და ბერუაშვილის გარდა. ძალიან ვნერვიულობ.

ძალიან ცუდად ვარ... განსაკუთრებით, ლეკიშვილი რომ ამბობს : „რომ არ მომკვდარიყო, კლინიკაში წაიყვანეთო“- გამომძიებელს ეუბნება. ჯერ ერთი, არც არავინ კვდებოდა! 7 მაისს სასამართლოდან რომ წაიყვანეს ნია იმნაძე მაგაზე ჰქონდა საუბარი.

მეორეც, ჩემი შვილი მიატოვეს! მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! ჩემი უდანაშაულო, სპეტაკი და გენიოსი შვილი. ჯანმრთელი და ჯანსაღი შვილი.

მისი (ნია იმნაძის) დედის ჩხავილიც მოისმინეთ ალბათ. რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს“, - ამბობს ეკა კუპატაძე.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტის ნია იმნაძის დაკავების კადრები. კადრები იმნაძის ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიგა ავალიანიდედაეკა კუპატაძემიმართვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026