Logo

ეს გემრიელია

ნიგვზიანი მჭადი, შედევრი, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს

ნიგვზიანი მჭადი, შედევრი, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი, ფეისბუქგვერდზე, აქვეყნებს მივიწყებული კერძის პატარა ისტორიას - ეს არის ნიგვზიანი მჭადი, რომელიც მადის აღმძვრელად გამოიყურება.

"შედევრი, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს, სამეგრელოში კი, ახალ წელს ყველა ოჯახში აცხობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი საჭმელსა და სასმელს ალყაში ჰყავს მოქცეული, კულინარიული ბლოგებითა და მოყვარული მკვლევარებით სავსეა სოციალური სივრცე, ქართული სამზარეულოს ნამდვილი ისტორია ჯერ კიდევ უცხოა ფართო საზოგადოებისთვის;

„გასტრონომიული მუზეუმი“ 2010 წლიდან იკვლევს და გაცნობთ ქართული სამზარეულოს ნამდვილ ისტორიას და აი, ისიც, ნიგვზიანი მჭადი, რომელზეც ჯერ ჯიდევ წლების წინათ ვსაუბრობდით ტელეეკრანიდან და გაცოცხლებული გვაქვს არაერთხელ;

ყოველ რეცეპტს თავისი პასპორტი აქვს, რომელიც თარიღდება იმის მიხედვით, თუ როდის გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე;

ერთ-ერთი პირველი ქართველი ეთნოლოგი,თედო სახოკია 1897 წელს ჟურნალ „მოამბეში“ წერილს აქვეყნებს, კალანდის წეს-ჩვეულებებზე სამეგრელოში, სადაც აღწერს ნიგვზიან მჭადს, რომელსაც ღორის ქონში გადაზელდნენ;

მჭადი

მაინტერესებს თქვენი აზრით, როგორ წარმოგიდგენიათ ამ საოცარი კერძის გემო და როგორ მოამზადებდით თავად?

ველით თქვენს მიერ მომზადებული ნიგვზიანი მჭადის ფოტოებს და შთაბეჭდილებებს" - წერია გვერდზე.

ავტორი: ზმნა

01/12/2026