Logo

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად, ბუსა ჟვანია დასახელდა და მასზე ძებნა გამოცხადდა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად,  ბუსა ჟვანია დასახელდა და მასზე ძებნა გამოცხადდა

02/17/2026

ტექსტის ზომა

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები  - დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.  

საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა კაკულიებმა „კანონიერ ქურდზე“, ნიკო კვარაცხელიას მამაზე, გია კვარაცხელიაზე „შურისძიების მოტივით“ და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას ვაჟის შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. 

ჟვანიასა და ძმებ კაკულიებს, საქმესთან დაკავშირებით, ბრალი სსკ-ის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით, გამოცხადდება ძებნა" - წერს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებას ეხმიანება ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომიძე:

"მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! - წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026