Logo

"იაპონიაში სწავლობდა, ახლა ინდოეთში მუშაობს მოხალისედ" - რას წერს იუბილარ ვაჟზე მიხეილ სააკაშვილი

"იაპონიაში სწავლობდა, ახლა ინდოეთში მუშაობს მოხალისედ" - რას წერს იუბილარ ვაჟზე მიხეილ სააკაშვილი

12/19/2025

ტექსტის ზომა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი,ნიკოლოზ სააკაშვილი იუბილარია. მამამ ნიკოლოზს დაბადების დღე პენიტენციური დაწესებულებიდან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით მიულოცა. ფოტოზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, პატარა ნიკოლოზის ნათლობაა აღბეჭდილი.

ნიკოლოზ სააკაშვილი

„უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც ნათლობაზე წარმოადგენდა ქვეყნის მეორე პირი, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე და ნინო ანანიაშვილი პატრიარქთან ერთად ნათლავენ ნიკუშას.

დღეს ნიკუშა 20 წლის ხდება. ის ინდოეთში მუშაობს მოხალისედ, სოფელში, როგორც სანდრასთვის და ჩემთვის, ნიკუშასთვისაც სხვების დახმარება არის მთავარი მოწოდება, ამავე დროს სწავლობს ჰინდის.

მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით.

მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე ისე საუბრობს) ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს. მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს. 15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.

გილოცავ დაბადების დღეს ჩემო საყვარელო ნიკუშიკო,“-წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

იუბილემილოცვამიხეილ სააკაშვილინიკოლოზ სააკაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026