Logo

"ნინას ვიდეო, არც მე მესიამოვნა და დავურეკე" - მერაბ დვალიშვილი ნინა დრამაზე

"ნინას ვიდეო, არც მე მესიამოვნა და დავურეკე" - მერაბ დვალიშვილი ნინა დრამაზე

06/18/2026

ტექსტის ზომა

ამერიკელი სპორტული ჟურნალისტისა და ინფლუენსერის - ნინა დრამას მიმართ, ქართველები ცუდად განეწყვნენ. თეთრი სახლის ეზოში მოწყობილ ოქტაგონზე გამართულ ორთაბრძოლაში, ქართველ ჩემპიონზე გამარჯვებული ჯასტინ გეიჯის წარმატება, დრამას დიდად გაუხარდა. და ეს სიხარული სალტოთი გამოხატა. ილიას დამარცხებით განაწყნებულ ქართველებზე, ნინას საქციელმა ნეგატიურად იმოქმედა. ბევრი კომენტარი დაწერეს, მათში კი იყო ერთი მოთხოვნა - ნინა დრამა, საქართველოში ფეხი აღარ ჩამოადგა!

მერაბ დვალიშვილი, რომელმაც ნინას საქართველო გააცნო და ის არაერთხელ ჰყავდა აქ ჩამოყვანილი, ვიდეოს ავრცელებს და ამბობს;

"ნინა დრამა არის ჩემი მეგობარი, არის ამერიკელი ინფლუენსერი. შეცდომებს უშვებს, როგორც ყველა ადამიანი. არც მე მესიამოვნა, ნინას ეგ ვიდეო რომ ვნახე. ჯასტინ გეიჯმა რომ გაიმარჯვა, სალტო გააკეთა და გახარებული დარბოდა აქეთ-იქეთ, გამარჯვებულს ტაში დაუკრა. მე როგორც ქართველს, არ მესიამოვნა ეს. ველაპარაკე ნინა დრამას და თავისი ახსნა აქვს მაგას. ნინა დრამა ჩვეულებრივი ადამიანია.

ნინა დრამა

კი იცით, მე რა გიჟი ვარ. ისიც იცით, ილია ჩემი ძმაა. ილიაზე ცუდის მთქმელს, შევჭამ. ვენაცვალე ილიას შრომას, ოჯახს, თავდადებას. მალე გამოჯანმთელება ჩვენს ძმას. ქამარსაც დაიბრუნებს და გამარჯვების სერიასაც გააგრძელებს.

პატივისცემით და სიყვარულით მერაბ დვალიშვილი.

ვიდეო ვრცლად

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026