Logo

საზოგადოება

"ვიდეოზე ძლივს დავითანხმე" - ნინი შერმადინი ბებიასთან ერთად ამღერდა

"ვიდეოზე ძლივს დავითანხმე" - ნინი შერმადინი ბებიასთან ერთად ამღერდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მომღერალი ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში, ბებიასთან, ნელი ბურკიაშვილთან ერთად შერულებული სიმღერის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს.

"თუ გაინტერესებთ ვინ მასწავლა სიმღერა ბავშვობიდან, გაიცანით, ნელი ბურკიაშვილი. - ჩემი ნელიკუნა.

9 თვიდან 9 წლამდე ყვარელში მზრდიდნენ ბებიები ნელი და დეზიკო... ჰოდა, ყოველ საღამოს ხმებში სიმღერას მასწავლიდნენ, სამ ხმაში ვმღეროდით.

ძალიან ვთხოვე მოდი ვიმღეროთ თქო და ვიდეოზე ძლივს დავითანხმე ვეღარ ვმღერი შვილოო…

80 წლის კვალობაზე ძალიან კარგადაც მღერის და ძალიან ლამაზადაც გამოიყურება!

"საპოვნელა” ექსპრომტად, აკაპელა მე და ნელიკუნასგან,"-წერს მომღერალი.

ავტორი: ზმნა

01/28/2026