Logo

ეს არ გამოგრჩეთ

ნინი შერმადინის საერთაშორისო წარმატება - ნახეთ, დეტალები

ნინი შერმადინის საერთაშორისო წარმატება - ნახეთ, დეტალები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მომღერალი და Art Hub Production-ის დამფუძნებელი, ნინი შერმადინი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის, Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდა!
ნინი გუნდს ახლა შეუერთდა და ოფიციალურად დაიკავა საქართველოს ეროვნული დირექტორის პოზიცია!

„კრესჩენდო“ 2007 წლიდან ეხმარება 3-დან 24 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, აიხდინონ ოცნება და საკუთარი ნიჭი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში წარმოაჩინონ.

კრესჩენდოკრესჩენდო

ნინი შერმადინი: „დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური და საამაყო დღეა… დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო, ჩვენი კულტურა და ნიჭიერი თაობა ამ მასშტაბურ პლატფორმაზე. ეს არ არის მხოლოდ პირადი წარმატება — ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მსოფლიოს ქართველი ბავშვების ნიჭი და შრომა. დროა ამერიკამ და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა საოცარი და გამორჩეული ბავშვები ჰყავს ქართველ ერს!“

ნინი შერმადინი

ავტორი: ზმნა

06/26/2026